ქირურგიული პროცედურები

სახის იმპლანტები

ნიკაპის, ლოყის, ზედა და ქვედა ყბის ფორმების კორექცია.

პლასტიკური ქირურგები, სახის იმპლანტებს იყენებენ სახის კონტურული დეფექტების გამოსასწორებლად. იმპლანტის ჩადგმით ბალანსირდება სახის დარღვეული პროპორციები.

აღნიშნული იმპლანტები უმეტესად სილიკონისგან მზადდება და გამოირჩევა მაქსიმალური ინერტულობით.

ნიკაპის პლასტიკა

ნიკაპის პლასტიკას, ანუ მენტოპლასტიკას მიმართავენ ნიკაპის ფორმის შესაცვლელად. ეს შეიძლება გაკეთდეს იმპლანტის ჩადგმით ან ძვლის დაპატარავებით. ამ ოპერაციას ხშირად მიმართავენ პაციენტები, რომელთაც გაკეთებული აქვთ ცხვირის პლასტიკა. რისი მიზანიც გახლავთ სახისათვის ბუნებრივი პროპორციის მიცემა.

ექიმთან წინასწარი კონსულტაციის დროს გაირკვევა და დაზუსტდება ოპერაციისთვის საჭირო და საინტერესო ყველა დეტალი. იმავდროულად სასურველია გაკეთდეს ფოტომოდელირება.

ოპერაცია ძირითადად ადგილობრივი ანესთეზია კეთდება. თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ზოგადი ანესთეზიის წარმოებაც.

სახის კონტურული დეფექტების გასწორებაიმპლანტის ჩადგმით, ადამიანს მნიშვნელოვნად უცვლის გარეგნობას უკეთესობისკენ. ათავისუფლებს არასასურველი, არსებული კომპლექსებისგან და მატებს თავდაჯერებულობას.