ქირურგიული პროცედურები

ბლეფაროპლასტიკა

ბლეფაროპლასტიკა - ქუთუთოების ქირურგიული კორექცია, გულისხმობს ზედმეტი კანის ან ჭარბი ცხიმის მოცილებას ზედა და ქვედა ქუთუთოდან. ბლეფაროპლასტიკის საშუალებით სწორდება მოშვებული კანი ზედა ქუთუთოზე, ხოლო ქვედა ქუთუთოდან კი ცილდება ე.წ. ”ბალიშები”. ქუთუთოების ეს დეფექტები ადამიანს მატებს ასაკს და აძლევს გადაღლილ შესახედაობას. ზოგჯერ პრობლემებს უქმნის მხედველობასაც .

გასათვალისწინებელია, რომ ბლეფაროპლასტიკა არ ასწორებს თვალის ირგვლივ ნაოჭებს და არ აუფერულებს თვალის ქვეშა სიმუქეს, ასევე არ წევს მაღლა დაშვებულ წარბებს. ბლეფაროპლასტიკა შეიძლება გაკეთდეს სახის სხვა ქირურგიული პროცედურების პარალელურად. ასევე შესაძლებელია გაკეთდეს მხოლოდ ზედა, ან მხოლოდ ქვედა ქუთუთოების პლასტიკა.

როდესაც თვალების პლასტიკას აკეთებენ მაღალკვალიფიცირებული ქირურგები, პოსტოპერაციული გართულებები საერთოდ არ არის ან მინიმალურია.

ძირითადი პრობლემა, რაც ექმნება პაციენტს ოპერაციის შემდგომ, არის გაორმაგებული ან ბუნდოვანი მხედველობა, თვალის კონტურის შეშუპება ან მცირედი ასიმეტრია. ხანდახან პაციენტებს უჭირთ თვალების დახუჭვა. ეს პრობლემები როგორც წესი ალაგდება 1-2 დღეში.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვითარდება ” ამობრუნებული” ქვედა ქუთუთოს ფენომენი. ამ შემთხვევაში საჭიროა განმეორებითი ოპერაცია.

წინასწარ კონსულტაციაზე, პაციენტთან შეთანხმებით ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა ოთხივე ქუთუთოს კორექცია.

თუ პაციენტს ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება მხოლოდ ” ბალიშები” მოშვებული კანის გარეშე, ამ შემთხვევაში კეთდება „დახურული“  ბლეფაროპლასტიკა, ანუ განაკვეთი ტარდება ქვედა ქუთუთოს შიგნითა მხრიდან. შედეგად კანზე არავითარი ნაწიბური არ რჩება.

ბლეფაროპლასტიკის შემდეგ პაციენტს, როგორც წესი, 2-3 საათში შეუძლია დატოვოს კლინიკა.

ოპერაციამდე
ოპერაციის შემდეგ