ქირურგიული პროცედურები

ოტოპლასტიკა

ყურების პლასტიკა (ოტოპლასტიკა), გახლავთ ქირურგიული გზით ყურის ამა თუ იმ დეფექტის გამოსწორება. ყურების ფორმასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი პრობლება ე.წ. ”გამოწეული” ყურებია. ეს დეფექტი საკმაოდ ხშირია და ადამიანებში მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს. ოპერაცია ძირითადად უკეთდებათ 4-დან 15 წლამდე პაციენტებს, თუმცა საკმაოდ ხშირად მოზრდილ ასაკშიც ტარდება.

ოპრაციის შემდეგ ყურის უკან რჩება მცირე ნაწიბური, რომელიც პრაქტიკულად უხილავია.

ოპერაციის შემდეგ პაციენტი 3-4 კვირა თავზე ატარებს სპეციალურ კომპრესულ სამოსს. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ტკივილი. ნაკერები იხსნება ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ.

გარდა გამოწეული ყურებისა, არსებობს სხვადასხა ტიპის თანდაყოლილი დეფექტები: ”წაკვეთილი ყურები”, "წვეტიანი" (ე.წ. მაკაკას) ყურები, ”ნიჟარისებური ყურები”. ამ დეფექტების გამოსასწორებლადაც კეთდება ოტოპლასტიკა.

აგრეთვე, შესაძლებელია, გაკეთდეს ყურების პროთეზირება მათთვის ვისაც ყურის ნიჟარა დაბადებიდანვე არ აქვს განვითარებული ან მათთვის ვისაც იგი რაიმე შემთხვევის გამო დაუზიანდა.

 

ოპერაციამდე
ოპერაციის შემდეგ