ქირურგიული პროცედურები

კანის ლაზერული აბლაცია

რა არის კანის ლაზერული აბლაცია?
ლაზერული აბლაცია ნიშნავს კანის ზედაპირული შრეების აორთქლებას ლაზერის მაღალი ენერგიის გამოყენებით.

პროცედურის მიზანია განახლდეს დაზიანებული ან დაბერებული კანი.

რა სიმპტომები ახასიათებს კანის დაბერებას?
კანი დაბერებას საკმაოდ ადრე იწყებს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ. კანი დაბერებას საკმაოდ ადრე იწყებს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ. ელასტიურობის დაქვეითებასთან ერთად, სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით, კანზე თანდათანობით ჩნდება ნაოჭები, ახალგაზრდა ასაკში პრაქტიკულად შეუმჩნეველი ფორები საგრძნობლად განიერდება, იცვლება კანის ტექსტურა, ჩნდება პიგმენტური ლაქები, განიერდება კანქვეშა სისხლძარღვოვანი ქსელი.

რა შედეგი აქვს კანის ლაზერულ აბლაციას?
პროცედურის განმავლობაში, დაბერებული კანის ზედა ფენის მოცილებასთან ერთად ხდება დაბერებული კოლაგენისა და ელასტინის მოცილებაც. ის უჯრედები, რომლებიც არ დაზიანდა აორთქლებული კანის ირგვლივ, “იღვიძებენ” და აქტიურად იწყებენ დაზიანებული უბნის აღდგენას.

შედეგად დაზიანებული უბნების ნაცვლად იზრდება ახალი, ფუნქციურად აქტიური კანი, ახლის ყველა თვისებით მკვრივი, ელასტიური, ბზინვარე და ერთფეროვანი, წვრილი დანაოჭების გარეშე.

რითი ტარდება კანის ლაზერული აბლაცია?
აბლაციისთვის კოსმეტიკური ქირურგიის “ოქროს სტანდარტად” აღიარებულია ერბიუმის ლაზერი, რამდენადაც ამ ლაზერის დახმარებით შესაძლებელია მოხდეს კანის ზედა ფენების კონტროლირებადი აორთქლება, რაც გამორიცხავს ნაწიბურების გაჩენას აბლაციის შემდეგ. ერბიუმის ლაზერთან შედარებით, სხვა ტიპის ლაზერებით კანის აბლაციის დროს ნადგურდება კანის ზედაპირის სიცოცხლისუნარიანი უჯრედების მთელი ფენა, რაც აძნელებს შეხორცებით პროცესებს.

რამდენადაც ერბიუმის ლაზერით შესაძლებელია მოიხსნას 0,5-1 მიკრონის სისქის კანის ფენა, რეგენერაციის პერიოდი გაცილებით ხანმოკლეა, ხოლო ინფიცირების რისკი მინიმალური.

რისთვის გამოიყენება აბლაცია?
კანის ლაზერული აბლაცია გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ხალების, პიგმენტური ლაქების, ნაოჭების, აკნეს შემდგომი და ოპერაციის ან ტრავმის შემდგომი უხეში ნაწიბურების, ასევე ქსანტომების მოსაცილებლად.

რა უბნებზე გამოიყენება?
კანის ლაზერული აბლაცია გამოიყენება სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე, მაგრამ შეზღუდულია მისი გამოყენება ისეთ ადგილებზე, სადაც კანი სისტემატურად მოძრაობს (ყელის მიდამო, სახსრების მიდამო), რაც ხელს უშლის კანის შეხორცებას.