ქირურგიული პროცედურები

ტუჩების ფორმის შეცვლა

ტუჩების ფორმის შეცვლა შესაძლებელია როგორც ოპერაციით, ასევე სპეციალური ჟელესმაგვარი ფილერებით (”შემავსებლები”).

როდესაც არ არის ტუჩზე გამოხატული დეფექტი და პაციენტს სურს მხოლოდ მცირედი გადიდების ექფეტი მიიღოს, გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ფილერი.

ადრე ამ მიზნით გამოიყენებოდა თხევადი სილიკონი, მოგვიანებით გაჩნდა სხვადასხვა პოლიმერული მასალა. ბოლო ხანებში, მეცნიერების მიერ შემუშავებულ იქნა უსაფრთხო, ბიოთავსებადი და ბიოდეგრადირებადი პრეპარატები, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა და იძევა სტაბილურ, ხანგრძლივ შედეგს.
პროცედურა ძალზედ სწარაფია და თითქმის არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

პროცედურამდე, ექიმთან წინასწარი კონსულტაციის დროს უნდა შეირჩეს თქვენთვის მისაღები ფილერი და გაეცნოთ ამ პრეპარატების მოქმედების დადებით და უარყოფით მხარეებს.

ოპერაციამდე
ოპერაციის შემდეგ