ქირურგიული პროცედურები

SILHOUETTE SOFT® უახლესი თაობის ძაფები

ასაკის მატებასთან ერთად მცირდება კანის კოლაგენის პროდუქცია, რის გამოც კანი კარგავს ელასტიურობას, იცვლება სახის კონტური, ჩნდება ნაოჭები.

SILHOUETTE SOFT® გახლავთ ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც მანდილოსნებს სთავაზობს უმარტივეს გზას აღიდგინონ კანის ახალგაზრდული ელფერი, სიგლუვე და ელასტიურობა.

SILHOUETTE SOFT® ამერიკული წარმოების, უახლესი გენერაციის, სპეციალური ძაფებია, რომლებიც ინერგება კანქვეშ.

განსხვავებით ძველი თაობის ძაფებისაგან, SILHOUETTE SOFT®–ს გააჩნია სპეციალური კონუსის ფორმის მინიატურული ფიქსატორები, რომლებიც  უზრუნველყოფენ სახის დაშვებული ნაკვთების აწევას და ახალგაზრდული ოვალის აღდგენას.

პროცედურა არაინვაზიურია, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, იკავებს მხოლოდ 20–30 წუთს. პაციენტს, პროცედურის შემდეგ, მაშინვე შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

SILHOUETTE SOFT® გახლავთ ერთადერთი პროდუქტი, რომელიც იძლევა ერთდროულად ორ შედეგს:

1.ლიფტინგი (დაჭიმვის ეფექტი), რომელიც შესამჩნევია ძაფების ჩანერგვისთანავე;

2.რეგენერაციის ეფექტი, კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება, პროცედურის შემდეგ  თვეების განმავლობაში (თითქმის 2 წელი).

SILHOUETTE SOFT® ძაფების გამოყენება, ჰიპოალერგიულობის გამო, შეიძლება ნებისმიერი ტიპის კანისთვის.

SILHOUETTE SOFT® რეკომენდირებულია 30 წელს გადაცილებული ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის, რომელთაც სურთ გაუმკლავდნენ სიბერის ნიშნებს რთული ოპერაციული ჩარევის გარეშე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://www.silhouette-soft.com/what-is-silhouette-soft/