ქირურგიული პროცედურები

რინოპლასტიკა

რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის ფორმის შეცვლა, გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ესთეტიკური ოპერაცია, რადგანაც ცხვირი ადამიანის სახის ყველაზე ცენტრალური ნაწილია.  სწორედ მის ფორმაზე და ზომაზეა დამოკიდებული სახის ძირითადი პროპორციები. რინოპლასტიკის შედეგად ცხვირს ეცვლება ფორმა, პაციენტის სურვილის მიხედვით. შესაძლებელია ცხვირის ზომების, ფორმის შეცვლა, ნესტოების ფორმის შეცვლა, ძგიდის გასწორება და ა.შ. რინოპლასტიკა აგრეთვე არეგულირებს ცხვირით სუნთქვასათან დაკავშირებულ პრობლემებს. 

პაციენტის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს, პიროვნება კი ფსიქიურად სტაბილური და გაწონასწორებული.

ესთეტიკური რინოპლასტიკისას ასაკის ზედა ზღვარს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ქვედა ზღვარი კი სასურველია არ იყოს 17-18 წელზე ქვემოთ. ესთეტიკურისგან განსხვავებით, ფუნქციონალური რინოპლასტიკა, ანუ სუნთქვის ქირურგიული გზით აღდგენა, შესაძლოა გაკეთდეს უფრო ადრეულ ასაკში თუ ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

ოპერაციამდე, წინასწარ კონსულტაციაზე პაციენტი ისინჯება ქირურგის მიერ, ტარდება კომპიუტერული მოდელირება, ანუ ხდება ცხვირის ოპტიმალური ფორმის დაგეგმარება, პაციენტის სურვილის და რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით. კომპიუტერული მოდელი ქირურგისთვის სამუშაო გეგმას წარმოადგენს. კონსულტაციაზე პაციენტი შეიტყობს ოპერაციის მნიშვნელოვან დეტალებს, მიიღებს დეტალურ ინფორმაციას ოპერაციის მოსალოდნელ შედეგზე, შესაძლო გართულებებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე.

ოპერაციიდან 5-6 დღის განმავლობაში პაციენტი ატარებს თაბაშირის ან მის შემცვლელ თერმოპლასტიურ ნახვევს, შემდეგ იხსნება ნაკერები და თაბაშირით ფიქსაცია საჭიროა მხოლოდ ძილის დროს, 3-4 კვირის განმავლობაში. პაციენტი რამდენიმე დღე იმყოფება ქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ, უტარდება შეხვევები. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

 

ოპერაციამდე
კომპიუტერული მოდელირება
ოპერაციის შემდეგ