ქირურგიული პროცედურები

ცხვირით სუნთქვის აღდგენა

ჩვენ გთავაზობთ ცხვირით სუნთქვის აღდგენას ექსკლუზიური მეთოდებით.

გამოიყენება როგორც ტრადიციული, ასევე უახლესი-უსისხლო მეთოდები. ოპერაციების უმეტესობა ტარდება ენდოსკოპების გამოყენებით, რაც მინიმუმამდე ამცირებს ოპერაციულ ტრავმას, აუმჯობესებს ოპერაციის შედეგებს და აჩქარებს პაციენტების რეაბილიტაციას. ვიყენებთ მხოლოდ რეზინის ან სილიკონის ტამპონებს უმოკლესი ვადით (1-2 დღე) და პაციენტები არ რჩებიან სტაციონარში.

გთავაზობთ აგრეთვე ხვრინვისგან განკურნების უნიკალურ ოპერაციებს, უსისხლო, რადიოტალღური და ლაზერული ტექნოლოგიებით.

ოპერაციები მიმდინარეობს როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი გაუტკივარებით (ნარკოზი).