ქირურგიული პროცედურები

მკერდის გადიდება

მკერდის გადიდება იმპლანტირებით 

მკერდის გადიდება იმპლანტირებით, ანუ აუგმენტაციური მამოპლასტიკა, გახლავთ ქირურგიული პროცედურა ქალის მკერდის ზომისა და ფორმის შესაცვლელად. აღნიშნული ოპერაციის გაკეთების სურვილი შეიძლება იყოს გამოწვეული:

-საკუთარი მკერდის ზომით უკმაყოფილებით;

-მკერდის დეფორმაციით მშობიარობის და ძუძუთი კვების შემდეგ;

-მკერდის ასიმეტრიით;

-მკერდზე ადრე ჩატარებული ოპერაციების შემდგომი დეფექტებით.

მრავალი ქალისათვის მკერდის გადიდება არა მხოლოდ გარეგნობის შეცვლის, არამედ მეტი თვითდაჯერებულობის და საკუთარი გარეგნობის გამო არსებული კომპლექსებისგან თავის დაღწევის საშუალებაა.

იმპლანტის სახეობები

დღეისათვის მსოფლიოს სხვადასხვა მოწინავე კომპანიების მიერ მოწოდებულია მრავალი ტიპის მკერდის იმპლანტი, როგორც მრგვალი, ასევე ანატომიური, ანუ ე.წ. ”წვეთისმაგვარი” ფორმის. იმპლანტი შეიძლება იყოს სილიკონის ჟელეთი ან ფიზიოლოგიური ხსნარით. სილიკონი ჟელეს გააჩნია ბუნებრივი დრეკადობა, და საკუთარი ფორმის მახსოვრობის ფენომენი.

ნებისმიერ შემთხვევაში, იმპლანტებისადმი ძირითადი მოთხოვნაა, რომ ისინი იყვნენ ორგანიზმისათვის მაქსიმალურად შეთავსებადი და ოპტიმალურად მიახლოებული ანატომიურ ფორმებთან.

იმპლანტის ტიპსა და მის განლაგებას განსაზღვრავს ქირურგი პაციენტის ანატომიიდან გამომდინარე. განაკვეთი შეიძლება გაკეთდეს სარძევე ჯირკვლის ქვედა ნაკეცთან, დვრილის ირგვლივ,- მუქ და ღია ფერის კანის საზღვარზე, ან იღლიაში.

ოპერაციის ხანგძლივობა დაახლოებით 1-1,5 საათია.

ოპერაციის შემდგომ, პაციენტი, 1 თვის განმავლობაში  ატარებს სპეციალურ კომპრესიულ თეთრეულს (ბანდაჟს) შეხორცების პროცესის ხელშესაწყობად.

პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, ზედმიწევნით იქნას დაცული ექიმის რეკომენდაციები.

               ოპერაციამდე                        ოპერაციის შემდეგ