ქირურგიული პროცედურები

გინეკომასტია

გინეკომასტია აღნიშნავს მამაკაცის მკერდის ზომების ზრდას ქალური ტიპით. გინეკომასტია დამახასიათებელია 40-60 % მამაკაცებისათვის. აღნიშნული დეფექტი შეიძლება განვითარედს ერთ ან ორივე მკერდზე. 

უმეტესობა მამაკაცებისათვის, გინეკომასტია სერიოზული პრობლემაა, როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიურიც. თანამედროვე მედიცინა პაციენტებს სთავაზობს მკერდის პლასტიკურ ოპერაციას. ოპერაციისას სცილდება ჭარბი ცხიმი ან ჯირკვლოვანი ქსოვილი, საჭიროების შემთხვევაში ზედმეტი კანიც.

გართულებები ძალიან იშვიათია, თუმცა შესაძლოა განვითარდეს სისხლჩაქცევები, ინფიცირება, მოხდეს კანის დაზიანება. აგრეთვე შესაძლოა დარჩეს შესამჩნევი ნაწიბური, ნაოპერაციებ მონაკვეთზე წარმოიქმნას პიგმენტური ლაქები, ან აღინიშნოს ასიმეტრია დვრილებსა და თავად მკერდს შორის. იშვიათ შემთხვევებში კეთდება განმეორებითი ოპერაცია.

როდესაც მკერდი ზომები გაზრდილია ძირითადად ცხიმის დეპონირების შედეგად, ხშირ შემთხვევაში საკმარისია ლიპოსაქციის ჩატარება. რიგ სიტუაციებში,ხდება ამ ორი მეთოდის კომბინირება.

ოპერაციის შემდგომ პაციენტი 2-3 კვირის განმავლობაში ატარებს სპეციალურ ბანდაჟს.

საბოლოო შედეგის შეფასება შესაძლებელია 2-3 თვის ვადაში.