ქირურგიული პროცედურები

აბდომინოპლასტიკა (დაკიდებული მუცლის კორექცია)

აბდომინოპლასტიკა, ანუ ”მუცლის ნაკეცის” ან ”დაკიდებული მუცლის” კორექცია, ერთ-ერთი მთავარი ქირურგიული ჩარევაა მუცლის წინა კედლიდან ზედმეტი კანისა და ცხიმის მოსაცილებლად. აბდომინოპლასტიკა ასევე გულისხმობს მუცლის წინა კედლის კუნთოვანი კარკასის გამაგრებას. 

ოპერაცია ეფექტურად წყვეტს გამოწეული და დაკიდებული მუცლის პრობლემას, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია რომ ოპერაციის შემდგომ სხეულზე რჩება ნაწიბური, რომლის სიგრძეც მუცლის პირველად ზომებსა და მოცულობაზეა დამოკიდებული.

ხშირ შემთხვევაში, თვალსაჩინო ეფექტის მისაღწევად უმჯობესია აბდომინოპლასტიკის კომბინირება ლიპოსაქციასთან.

აბდომინოპლასტიკა არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვინც გეგმავს ჭარბი წონის მასიურ და სწრაფ დაკლებას. ასევე არ არის სასურველი არანამშობიარები ქალებისათვის.

აბდომინოპლასტიკა ეხმარება ადამიანს გათავისუფლდეს სხეულის შემაწუხებელი დეფექტისგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამით მიიღება სხეულის იდეალური ფორმები. ოპერაციამდე, პაციენტი აუცილებლად კარგად უნდა დაფიქრდეს მოსალოდნელ შედეგებზე და განიხილოს ნებისმიერი პრობლემური საკითხი ქირურგთან.

აბდომინოპლასტიკის შემდეგ, საბოლოო ფორმაში ჩასადგომად საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევაა საჭირო. სწორად შერჩეული ფიზიკური ვარჯიში მნიშვნელოვნად ამცირებს რეაბილიტაციის ვადებს. აგრეთვე შესაძლებელია, რომ პირველი 3-6 თვე ნაწიბური მეტად გამოიკვეთოს ხოლო მე-9 თვიდან ერთ წლამდე ვადაში ნაწიბური სწორდება და თანმიმდევრულად უფერულდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აბდომინოპლასტიკის შემდგომი ნაწიბური მთლიანად არ ქრება, მაგრამ იგი დამალულია და არ ჩანს საცურაო კოსტიუმის ქვეშაც კი.

აბდომინოპლასტიკა, სრული თუ ნაწილობრივი, საუკეთესო შედეგის მომტანია პაციენტებისათვის, რომელთაც აწუხებთ მოშვებული კანი და მუცლის შესუსტებული კუნთები. ეფექტი ხანგრძლივად ნარჩუნდება, თუკი პაციენტი გულდასმით ასრულებს ექიმის მითითებებს.

 

       ოპერაციამდე                              ოპერაციის შემდეგ