ქირურგიული პროცედურები

ლიპოსაქცია

პირველად საქართველოში და ამიერკავკასიაში, ჩვენს მიერ, სხეულის ფორმების კორექციისათვის, დანერგილ იქნა ულტრაბგერითი და ლაზერულ-ულტრაბგერითი ლიპოსაქცია.

აპარატურა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ლიპოსაქციისათვის (SOERING SONOCA LIPO-Germany), მსოფლიოში საუკეთესოდ არის მიჩნეული. ეს აპარატურა და ჩვენთან გამოყენებული ოპერაციული ტექნიკა, საშუალებას იძლევა, სრულიად უსაფრთხოდ, უმტკინვეულოდ, ამბულატორიულ პირობებში, ჩატარებულ იქნას დიდი ზონების კონტურული კორექცია.

ლიპოსაქცია, ზემოაღნიშნული მეთოდით ტარდება უმტკინვეულოდ, ადგილობრივი ანესთეზიით (პაციენტის სურვილის მიხედვით შესაძლოა გამოყენებულ იქნას მედიკამენტოზური ძილიც), ოპერაციის შემდეგ პაციენტი 2-3 საათში ტოვებს კლინიკას და პრაქტიკულად მეორე დღიდანვე შრომისუნარიანია.

პაციენტი 2-4 კვირის განმავლობაში ატარებს საკმაოდ კომფორტულ, სპეციალურ, ელასტიურ თეთრეულს (ბანდაჟს).

ლიპოსაქციით მიღწეული ფორმები სტაბილურია და ათწლეულების განმავლობაში რჩება უცვლელი.

ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხო და ეფექტურ ლიპოსაქციას სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე (სახეზე, ზურგზე, მხრებზე, მუცელზე, თეძოებზე, ბარძაყებზე, წვივებზე და ა.შ.).

გარდა ულტრაბგერისა, ლიპოსაქციის პროცესში ჩართულია ლაზერული ზემოქმედება, რაც განსაკუთრებით აადვილებს ოპერაციას პაციენტისთვის და უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგის მიღწევას. განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს რეაბილიტაცია და კანი იბრუნებს საწყის ფორმას, შედეგად სრულიად გამორიცხულია კანის ”ჩამოკიდება” ნაოპერაციებ არეში.

ლაზერულ-ულტრაბგერითი ლიპოსაქციის უპირატესობები:

- ოპერაციული ტრავმა და დისკომფორტი მინიმალურია;

- ოპერაციის დროს არ ზიანდება სისხლძარღვები, ლიმფური სადინარები და ნერვული დაბოლოებები;

- ჭარბი ცხიმის მოცილება შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე;

- ოპერაციის შემდგომ არ ვითარდება კანის ნაკეცები, ე.წ. ცარიელი ჩანტები, რომლებსაც შემდგომ მოკვეთა ან მოშორება ესაჭიროებათ;

- კანი უფრო ელასტიური ხდება;

- ერთხელ მოშორებული ცხიმოვანი ფენები, მომავალში აღარ ვითარდება და სხეულის სასურველი ფორმა წლების მანძილზე უცვლელი რჩება.

 

ლაზერულ-ულტრაბგერით ლიპოსაქციას არ ახლავს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები !!!

ჩვენთან ჩატარებული ლიპოსაქციის შედეგებით ასობით პაციენტის მაქსიმალური კმაყოფილება, სწორედ ლაზერულ-ულტრაბგერითი მეთოდის გამოყენების დამსახურებაა. მნიშვნელოვანია, რომ ამავე მეთოდით შესაძლებელია მოხდეს ადრე, ნებისმიერი მეთოდით ჩატარებული ოპერაციის შემდგომი ფორმების კორექციაც.

 

              ოპერაციამდე                        ოპერაციის შემდეგ