ქირურგიული პროცედურები

ხალები და პაპილომები

თანამედროვე მედიცინაში, კანის წარმონაქმნების მოცილების რამოდენიმე მეთოდი არსებობს:

- ქირურგიული (წარმონაქმნის ამოკვეთა);

- ელექტროქირურგიული (ელექტროკოაგულატორით მოცილება);

- კრიოქირურგიული (თხევადი აზოტით მოცილება);

- ქიმიური (გამოიყენება სპეციუალური ქიმიური ხსნარები);

- ლაზერული (გამოიყენება ლაზერული აპარატურა);

- რადიოქირურგიული (გამოიყენება რადიოტალღური აპარატურა).

ყველა ამ მეთოდს აქვს თავისი უპირატესობა და უარყოფითი მხარეები. ქირურგიული მეთოდით მოცილებისას, ნებისმიერ შემთხვევაში რჩება მეტ-ნაკლებად შესამჩნევი ნაწიბური. ელექტროქირურგიული მეთოდის შემთხვევაში ნაწიბური უფრო მეტად შესამჩნევია, თხევადი აზოტითა და ქიმიური ხსნარებით მოცილების შემთხვევაში, საკმაოდ ძნელია ამ რეაგენტების დამაზიანებელი მოქმედების სიღრმის განსაზღვრა, რაც ხშირად ხდება არასასურველი ნაწიბურის წარმოქმნის მიზეზი, ხოლო შეხორცების პროცესი ჭიანურდება. გარდა ამისა, რჩება შანსი, რომ კანის წარმონაქმნი სრულად არ იქნება მოცილებული.
ჩვენს კლინიკაში ხალების, პაპილომების, მეჭეჭებისა და კანის სხვა წარმონაქმნების (კონდილომები, ფიბრომები, ათერომები, კერატომები, კერატოაკანტოზები, ”კანის რქა” და ა.შ.), მოცილება ხდება უახლესი ლაზერული და რადიოტალღური დანადგარებით.
ორივე მეთოდის მოქმედება ერთმანეთის მსგავსია და ემყარება ახალწარმონაქმნის ”აორთქლების” პრინციპს.
თუ რომელი მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული, გადაწყვეტილებას იღებს ქირურგი (და არა კოსმეტოლოგი ან დერმატოლოგი), წარმონაქმნის ხასიათიდან გამომდინარე.
რაც მთავარია, ამ მეთოდებით ხალების და პაპილომების მოცილების შემდეგ არ რჩება არავითარი (ან რჩება ძნელად შესამჩნევი) კვალი. ჩვენს მიერ გამოყენებული აპარატურა შეესაბამება ყველა იმ მოთხოვნას, რასაც თანამედროვე მედიცინა და ონკოლოგიური უსაფრთხოების დაცვა ითვალისწინებს.
პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, პროცედურის შემდეგ კანზე რჩება ფუფხი და მცირედი ჩანაჭდევი, რაც სწორდება 1-2 კვირის განმავლობაში.
ლაზერული და რადიოსიხშირული დანადგარების დახმარებით შესაძლებელია, სრულიად უმტკივნეულოდ და პრაქტიკულად უსისხლოდ ჩატარდეს კანის წარმონაქმნების მოცილების პროცედურა და დერმაბრაზია (ე.წ. შლიფოვკა).
საჭიროების შემთხვევაში, ხდება მოცილებული მასალის ჰისტოლოგიური კვლევა ან წინასწარი ბიოფსია.

მხოლოდ ჩვენთან!

ხალის ბუნების დიაგნოსტიკა უახლესი ტექნოლოგიით, ბიოფსიის და ამოკვეთის გარეშე!

თუ თქვენ გაღელვებთ თქვენს სხეულზე არსებული ხალის ბუნება, მოგვმართეთ და რამდენიმე წუთში, სრულიად უმტკივნეულოდ, მიიღებთ პასუხს კითხვაზე – საშიშია თუ არა თქვენი ხალი!

ჩვენს კლინიკაში, ხალების დიაგნოსტიკის მიზნით დაინერგა ე.წ. სიასკოპია - კანშიდა სპექტროფოტომეტრული ანალიზი (Spectrophotometric Intracutaneous Analysis), რაც შესაძლებლობას იძლევა, ხალის ქსოვილების ამოკვეთის (ან მოფხეკის) გარეშე, დადგენილ იქნეს მისი ბუნება - ავთვისებიანია ხალი თუ არა.

ეს ტექნოლოგია სულ რამდენიმე წლის წინ შეიმუშავეს ბრიტანელმა მეცნიერებმა.

ძალიან ხშირად, იმის გამო, რომ წინასწარ შეუძლებელია დაისვას მელანომის დიაგნოზი, ხდება ხალის ამოკვეთა, რაც ყოველთვის ტოვებს მეტ-ნაკლებად შესამჩნევ ნაწიბურს.

განსხვავებით ტრადიდიციული მეთოდებისა, სიასკოპიის დახმარებით შესაძლებელია, გაცილებით მაღალი ალბათობით იქნას მიღებული გადაწყვეტილება ხალის მოცილების თაობაზე.

მეთოდი აბსოლუტურად უმტკივნეულო და უვნებელია. დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა – დერმატოსკოპი, რომელიც ხალს, რამდენიმე წამის განმავლობაში, ასხივებს ჩვეულებრივი სინათლის, ფერადი, მონოქრომული სხივით (წითელი, მწვანე და ლურჯი).

ეს სხივები აბსოლუტურად უვნებელია, რამდენადაც წარმოადგენს ჩვეულებრივი სინათლის სხივს (ფერადი შუქი).

დერმატოსკოპი, აფიქსირებს ხალის ქსოვილებიდან არეკლილ, სხვადასხვა ინტენსივობის სინათლის სხივს და ინფორმაციას გადასცემს კომპიუტერს, რომელიც სპეციალური პროგრამით ჩატარებული ანალიზის საფუძველზე სპეციალისტს წარუდგენს დასკვნას, ხალის ქსოვილებში მელანინის შემცველობისა და განაწილების ინტენსივობის, ამ ქსოვილების გავრცელების სიღრმის, მათი სისხლმომარაგების ხარისხისა და ზრდის ინტენსივობის შესახებ.

ამ დასკვნის საფუძველზე კი პაციენტი და ექიმი იღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას ხალის მოცილების შესახებ.

სიასკოპია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისათვის, სადაც მაღალია ინსოლაცია და კანის სიმსივნის განვითარების რისკი.

გარდა ავთვისებიანი მელანომის, გადაგვარებული ლენტიგოს, ბაზალურუჯრედოვანი კანის კიბოს დიაგნოსტიკისა, სიასკოპია ასევე შეუცვლელია აკნეს, ეგზემის, ფსორიაზის დაიგნოსტიკის და მონიტორინგის, ჭრილობის შეხორცების მონიტორინგის და კანის ასაკობრივი ცვლილებების დაიგნოსტიკისათვის.

 

      პროცედურამდე                               პროცედურის შემდეგ