ქირურგიული პროცედურები

ჩაზრდილი ფრჩხილის ქირურგიული მკურნალობა

ჩაზრდილი ფრჩხილი ეს არის გვერდითი ფრჩხილის ფირფიტის ჩაზრდა კანის ქვეშ, რაც ხშირად, ანვითარებს ანთებას. იწყება გრანულარული ქსოვილის ზრდა და ჩირქოვანი გამონადენი ჩაზრდილი ფრჩხილის ღრმულიდან.

ფრჩხილი, ძირითადად, იზრდება ფეხის ცერა თითზე. ეს რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: მაღალქუსლიანი და ვიწრო ფეხსაცმელი, რომელიც აწვება ფრჩხილის ფირფიტას და იწვევს ჩაზრდას; ფრჩხილის არასწორი მოჭრა (ძალიან ღრმად); ბრტყელტერფიანობა; ფრჩხილის სხვადასხვა სოკოვანი დაავადებები და თითის ტრამვა.

ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში, მაგრამ გაცილებით ეფექტურია ამ პრობლემის ქირურგიული გზით მოგვარება.