არაქირურგიული პროცედურები

ფრაქციული ფოტოთერმოლიზი (Fraxel SR ტექნოლოგია)

რა არის Fraxel SR ტექნოლოგია?


Fraxel SR ტექნოლოგია კანის ლაზერული დერმაბრაზიის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას იძლევა. მისი დახმარებით ხდება დაბერებული ან  დაზიანებული კანის მიკროპორციების მოცილება თანმიმდევრული რეგენერაციის მიზნით. პროცედურის შედეგად ხდება კოლაგენის და ელასტინის სრული განახლება, რაც უბრუნებს კანს ელასტიურობას და სიგლუვეს.

Fraxel SR ერთადერთი კონტროლირებადი, უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია გართულებების მინიმალური რისკით, რომელიც არ მოითხოვს ხანგრძლივ აღდგენით პერიოდს და შესაძლებელია ჩატარდეს ყელის მიდამოში.
კანის გაახალგაზრდავების ამ მეთოდის უპირატესობას ადასტურებს მსოფლიოში ჩატარებული 200 000-ზე მეტი პროცედურის შედეგი.
ახლა Fraxel SR პროცედურების ჩატარება უკვე საქართველოშიც გახდა შესაძლებელი.

რამდენი პროცედურაა საჭირო კანის გასაახალგაზრდავებლად?
Fraxel SR ტექნოლოგიით კანის გასაახალგაზრდავებლად საკმარისია ჩატარდეს 3-4 პროცედურა 1,5-2 თვის ინტერვალით.

რით განსხვავდება ლაზერული დერმაბრაზია და Fraxel SR ტექნოლოგია?
ლაზერული დერმაბრაზიის (აბლაციის) დროს ხდება ეპიდერმისის სრულად მოცილება, რის გამოც აღდგენითი პროცესები ხანგრძლივია, ხოლო Fraxel SR ტექნოლოგია უზრუნველყოფს მაღალ უსაფრთხოებას და რეაბილიტაციის უმოკლეს ვადებს.

რა პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება Fraxel SR ტექნოლოგია?

- პიგმენტური ლაქების მოცილება (სახეზე და ხელის მტევნებზე);

- მელაზმის მკურნალობა;

- ოპერაციის და ტრავმის შემდგომი ნაწიბურების მოცილება;

- აკნეს შემდგომი ნაწიბურების მოცილება;

- ნაოჭების მოცილება (განსაკუთრებით თვალების და პირის ირგვლივ).

სხეულის რა უბნებზე გამოიყენება?
Fraxel SR გამოიყენება სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე. იგი ერთადერთი ლაზერული სისტემაა, რომლითაც შესაძლებელია დერმაბრაზიის ჩატარება ყელის და დეკოლტეს მიდამოში.

რამდენად მტკივნეულია პროცედურები Fraxel SR ტექნოლოგიით?
პროცედურები Fraxel SR ტექნოლოგიით პრაქტიკულად უმტკივნეულოა და შესაძლებელია ჩატარდეს ანესთეზიის გარეშე ან გამოყენებულ იქნეს საანესთეზიო კრემი.

როგორი რეჟიმი უნდა დავიცვათ Fraxel SR პროცედურის შემდეგ?
პროცედურის შემდეგ აუცილებელია გამოყენებულ იქნეს მზისგან დამცავი კრემები,
3-4 კვირის განმავლობაში.

როდის მივიღებთ შედეგს პროცედურების შემდეგ?
პროცედურების შედეგი განსაკუთრებით საგძნობია 2-3 თვის შემდეგ, როდესაც სრულად არის დამთავრებული კანის კოლაგენის და ელასტინის განახლება. შედეგი ხანგრძლივია და გრძელდება წლების განმავლობაში (4-5 წელი).