არაქირურგიული პროცედურები

ლაზერული ფოტოგაახალგაზრდავება

თანამედროვე კოსმეტოლოგიაში, ნაოჭების გაჩენა, კანის ტონუსის დაქვეითება, ფორების გაფართოება, პიგმენტური ლაქებისა და კაპილარების გაჩენა, კანის სიმშრალე და აქერცვლა მოიაზრება როგორც კანის ფოტოდაბერება. ამ პროცესის ძირითადი მიზეზი, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაა. კანის ფოტოდაბერება, ასაკის მიუხედავად, მნიშვნელოვნად აუარესებს გარეგნობას.

კანის გაახალგაზრდავების მრავალ მეთოდს შორის (უბრალო კრემების გამოყენებიდან, ურთულეს ქირურგიულ ოპერაციებამდე), ალტერნატიულ გზად, რომელიც გართულების მინიმალური რისკით რადიკალურად აუმჯობესებს სახის კანის მდგომარეობას, სახის კანის ლაზერული ფოტოგაახალგაზრდავება მოგვევლინა.

      

 

ფოტოგაახალგაზრდავება სრულიად ახალი მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს კანის რეალური განახლება ზედაპირის დაზიანების გარეშე. მკურნალობა ხორციელდება სპეციალური ლაზერებით.
ფოტოგაახალგაზრდავების მიზნით, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ კავკასიაში ერთადერთი KTP და Fotona FT ტექნოლოგიის ლაზერები. ეს აპარატურა უპრეცედენტოდ ზუსტი მუშაობით გამოირჩევა და წარმოებული მსოფლიოში უმსხვილესი ლაზერული კომპანიების მიერ, რაც უზრუნველყოფს მათ სრულ უსაფრთხოობას.
ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურები უზრუნველყოფს დაზაინებული კოლაგენის განახლებას, მიკროცირკულაციის აღდგენას,  რაც კანს უბრუნებს ახალგაზრდულ იერს, ელასტირურობას და სიგლუვეს.
Fotona FT ტექნოლოგიით პროცედურები მიმართულია კოლაგენის უფრო ღრმა, მრავალსაფეხურიანი სტიმულაციისა და გამოხატული დერმოპლასტიკური ეფეტის მიღებისკენ. პროცედურის შედეგად უმჯობესდება კანის ტონუსი, ტურგორი, სიმკვრივე და ფერი.
პროცედურა გამოიყენება როგორც სახის, ასევე ყელის, დეკოლტეს და ხელის მტევნების კანზე.
ფოტოგაახალგაზრდავების მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა, სეანსის ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წუთს შეადგენს. მკურნალობის კურსი, სხვადასხვა ინტერვალებით, 5-6 პროცედურისგან შედგება. ეფექტიუკვე პირველი მანიპულაციის შემდეგ იგრძნობა. მკურნალობის თანამიმდევრობა განაპირობებს კანის მდგომარეობის მუდმივ გაუმჯობესებას.
ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურები გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი კურსი, ასევე დამატებით ქირურგიულ პროცედურებზე.
ფოტოგაახალგაზრდავება კარგად ეხამება მეზოთერაპიას, ქიმიურ პილინგს, დერმაბრაზიას. აძლიერებს სალონური პროცედურების მოქმედებას.