არაქირურგიული პროცედურები

ქიმიური პილინგი

ქიმიური პილინგი კოსმეტოლოგიაში უხსოვარი დროიდან გამოიყენება და წარმოადგენს ეპიდერმისის ზედა ფენების მოცილებას სხვადასხვა ქიმიური რეაგენტის დახმარებით.

რაც შეეხება ღრმა ქიმიურ პილინგს (Green Mask, Exoderm, Blue Mask და სხვა), იგი უტოლდება ქირურგიულ პროცედურებს და მოითხოვს ექიმის მაღალ კვალიფიკაციას.

პროცედურა მიმდინარეობს ნარკოზით და დასაშვებია გაკეთდეს მხოლოდ სახის კანზე, რომელიც მუშავდება სპეციალური შემადგენლობის სითხით. შედეგად ნეკროზდება კანის ღრმა შრე, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში სცილდება. რეაბილიტაციის პროცესი მოიცავს 8-10 დღეს. სრულ ეპითელიზაციამდე (კანის საფარის სრული აღდგენა) პაცინტს ენიშნება მკურნალობა სხვადასხვა მალამოთი. ეფექტი საკმაოდ მაღალია და ნარჩუნდება 2-3 წლის განმავლობაში.

ღრმა ქიმიური პილინგის გამოიყენების ჩვენება ისეთივეა, როგორიც ლაზერული დერმაბრაზიისა (აკნე და აკნეს შემდგომი ნაწიბურები, კანის ფოტო- და ქრონოდაბრება, ზერელე ნაწიბურები, კანის უხეში მიკრორელიეფი, ჭორფლი და სხვა).

რამდენადაც ღრმა ქიმიური პილინგის ჩატარების დროს ძნელია განისაზღვროს კანის დაზიანების სიღრმე და მაღალია ნაწიბურების განვითარების რისკი, ამ მეთოდთან შედარებით დიდი უპირატესობა ეძლევა ლაზერულ დერმაბრაზიას, როგორც გაცილებით უსაფრთხო და მაღალეფექტურ მეთოდს.