არაქირურგიული პროცედურები

ნაოჭების გასწორება ფილერებით

ნაოჭების გასწორების მიზნით ძალიან ხშირად გამოიყენება ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული სპეციალური გელები, ე.წ. „ფილერები“ (შემავსებლები).

ადრე ამ მიზნით გამოიყენებოდა თხევადი სილიკონი.
მოგვიანებით გაჩნდა სხვადასხვა პოლიმერული მასალა, ძირითადად პოლიაკრილამიდის საფუძველზე დამზადებული, რომლებიც საკმაოდ გავრცელებული იყო მსოფლიოში სხვადასხვა დასახელებით და წარმოადგენენ მუდმივ შემავსებლებს.

მიუხედავად იმისა, რომ თხევადი სილიკონი და სხვა მუდმივი შემავსებლები გამოსაყენებლად მეტად მოხერხებულია  (არ საჭიროებს წინასწარ ანესთეზიას, მათი შეყვანა ხდება კანქვეშ, განაკვეთების და ნაწიბურების გარეშე, პროცედურა ძალზედ სწრაფია და ა.შ.), მათ გააჩნიათ გვერდითი მოვლენები, რაც ცუდად აისახება შედეგზე. მაგ; მათთვის დამახასიათებელია მიგრაცია (ფილერმა შეიძლება გადაინაცვლოს შეყვანის ადგილიდან რამდენიმე მილიმეტრით ან სანტიმეტრითაც კი), მათ ირგვლივ შეიძლება ჩამოყალიბდეს გამკვრივებები, ან ქრონიკული ანთება, რაც საჭიროებს კანის ამოკვეთას.

ჩვენს კლინიკაში თხევად სილიკონსა და პოლიაკრილამიდზე დამზადებული შემავსებლები არ გამოიყენება!

ჩვენ არ ვიყენებთ ასევე, ცხოველური წარმოშობის ან ხელოვნურ კოლაგენს, რამდენადაც მათ შეყვანაზე მოსალოდნელია ორგანიზმის ალერგიული რეაქცია.

ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ჰიალურონის მჟავის პრეპარატებს, რომლებიც დამაზადებულია მსოფლიოს მოწინავე მწარმოებლების მიერ.

ეს პრეპარატებია ლიქვიდიმპლანტი, რესტილაინი, პერლაინი, იუვიდერმი, თეოსიალი, ვარიოდერმი და სხვა.

სადღეისოდ ეს პრეპარატები ითვლება მსოფლიოში საუკეთესოდ.

მათი ერთადერთი ნაკლი გახლავთ ის, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სრულად იშლებიან, რის შემდეგაც საჭირო ხდება მათი განმეორებით შეყვანა.

ამ პრეპარატებით ნაოჭების გასწორება, ტუჩების ფორმის შეცვლა (გადიდება) ან სადმე, საჭირო ადგილას დამატებითი მოცულობის შექმნა ხდება ინექციის სახით მათი კანქვეშ შეყვანით.

პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა, პროცედურის შემდეგ 10-15 წუთის განმავლობაში შეიძლება აღინიშნებოდეს კანის მცირედი შეწითლება. შესაძლოა განვითარდეს ინექციის ადგილას წერტილოვანი სისხლჩაქცევა ან მცირედი შეშუპება, რაც უკვალოდ გადის 2-3 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მიერ მითითებულ ვადებში (უმეტესად 8-10 დღის შემდეგ) კეთდება დამატებითი კორექცია (გელის დამატებითი რაოდენობის შეყვანა უკეთესი შედეგის მისაღწევად).

შედეგი, იმის მიხედვით თუ რა პრეპარატი იქნა გამოყენებული, ნარჩუნდება 4 თვიდან 1 წლის განმავლობაში.

კანქვეშ შეყვანის შემდეგ, ჰილურონის მჟავა ნელ-ნელა იშლება სპეციალური ფერმენტით, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს.

პერაპარატის განმეორებითი შეყვანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, პაციენტის სურვილის გათვალისწინებით და სრულიად უსაფრთხოა.