არაქირურგიული პროცედურები

ლაზერული ეპილაცია

სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე ამოსული არასასურველი თმების სამუდამოდ მოსაცილებლად, ჩვენ გთავაზობთ ლაზერულ ეპილაციას მსოფლიოში საუკეთესო - ალექსანდრიტის დერმატოლოგიური ლაზერით, რომელიც წარმოებულია ამერიკული კორპორაციის “Candela”-ს მიერ. ამ აპარატს აშშ FDA ბიუროს გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ”ჭარბთმიანობის ეფექტური მკურნალობის მოწყობილობის” სტატუსი.

პროცედურები, სხვა ტიპის ეპილაციისაგან განსხვავებით უმტკინვეულოა, ძალზე სწრაფი და რაც მთავარია, აბსოლუტურად უსაფრთხო, რამდენადაც გაცივების დინამიკური სისტემა კანს დამწვრობისა და დაზიანებისაგან იცავს. ამასთან, კანი არ იჩხვლიტება და გამორიცხულია პროცედურის დროს შიდსით ან ჰეპატიტით დაინფიცირების საშიშროება. პროცედურა, იმის მიხედვით თუ რა ზონა მუშავდება, იკავებს 10 წუთიდან 1 საათამდე დროს. ეფექტი, რომელიც თვალნათელია პროცედურის დამთავრებისთანავე, უმჯობესდება თვეების განმავლობაში და გრძელდება 2 წლამდე. კანი ხდება გლუვი, ელასტიური და იბრუნებს ახალგაზრდულ იერს.