არაქირურგიული პროცედურები

გაგანიერებული ზედაპირული სისხლძარღვები და ვენური ქსელები

ზედაპირული ვენური ქსელი, კანის გაგანიერებული სისხლძარღვები - მილიონობით ქალის პრობლემაა. სხვადასხვა ზომის წითლად ან ლურჯად გამოკვეთილი წვრილი კაპილარები წვივებზე და ბარძაყებზე მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვენური ქსელის გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს: ფეხმძიმობა, წონაში მატება, ცხოვრების არასწორი რითმი, ჰორმონული დისბალანსი და ა.შ. ამის გათვალისწინებით ქსელი სხვადასხვა ფორმით, ფერით და მდებარეობით ვლინდება.
სამწუხაროდ, ფართოდ რეკლამირებული კრემები, მალამოები და სხვა ზედაპირული საშუალებები პრაქტიკულად არანაირ ეფექტს არ იძლევა. ნაკლებად შედეგიანია აგრეთვე ელექტროკოაგულაცია, რომლის გამოყენების შემდეგ, კანზე ნაწიბურები რჩება. აქედან გამომდინარე არაესთეტიური სისხლძარღვების მოსაშორებლად ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდად ლაზერია აღიარებული.

გაგანიერებული ვენური ქსელის და სახეზე არსებული კაპილარების მოსაცილებლად, ჩვენს კლინიკაში  გამოიყენება ამიერკავკასიაში ერთადერთი,  შვედური KTP-ლაზერი, და სლოვენიური ლაზერი Fotona XP- Max, რომელიც სადღეისოდ აღიარებულია ოქროს სტანდარტად.  ეს ლაზერები საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად სწრაფად, უმტკივნეულოდ და პიგმენტური ლაქების განვითარების გარეშე იქნას მოცილებული არასასურველი სისხლძარღვები.
ამავე ლაზერების საშუალებით  ეფექტურად ხდება პიგმენტური და სისხლძარღვოვანი ლაქების (”ტყლიპების”) და ”ობობას ქსელის” ტიპის გაგანიერების მოცილებაც.
ლაზერის სხივი აღწევს ეპიდერმისში, ყოვნდება გაგანიერებული სისხლძარღვის მიდამოში და გარდაიქმნება რა სითბურ ენერგიად,  იწვევს მისი სანათურების შეწებებას კანის დაუზიანებლად. სხივი უბრალოდ აქრობს არასასურველ სისხლძარღვოვან ლაქას, ისევე, როგორც საშლელი შლის ფანქრით გავლებულ ხაზს.

პროცედურები უმტკივნეულოა, ძალზე სწრაფი და რაც მთავარია, აბსოლუტურად უსაფრთხოა, რამდენადაც არ იჩხვლიტება კანი და გამორიცხულია პროცედურის დროს შიდსით ან ჰეპატიტით დაინფიცირების საშიშროება.


              პროცედურამდე

          პროცედურის შემდეგ

 

 პროცედურამდე                  პროცედურის შემდეგ

 

 

 

 

 

საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ზედაპირული სისხლძარღვების და ვენების სკლეროთერაპია, უსაფრთხო და თანამედროვე პრეპარატებით.

ამ პროცედურისას ექიმს კონკრეტულ პრობლემურ ვენაში შეყავს პრეპარატი, რომელიც ლოკალურად თიშავს ვენას სისხლის მიმოქცევის სისტემიდან, რის შედეგადაც იგი უფერულდება და ვიზუალურად შეუმჩნეველი ხდება. პროცედურას არ ესაჭიროება ანესთეზია, - გამოიყენება მეტად წვრილი კალიბრის საინექციო ნემსი.
სკლეროთერაპიის პროცედურა შეიძლება ჩაიტაროს ნებისმიერი ასაკის პაციენტმა. ის არ არის მიზანშეწონილი ფეხმძიმობის ან ლაქტაციის პერიოდში, რადგან ხშირად, ფეხმძიმობისას გაჩენილი ქსელი ქრება მშობიარობის შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნა ვენების ვარიკოზი, ექიმი ურჩევს პირველ რიგში მის მკურნალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში სკლეროთერაპია უშედეგო იქნება. უკუჩვენებად ითვლება ასევე სისხლისა და სისხლძარღვების ზოგიერთი ქრონიკული დაავადებები.

პროცედურა:

- პროცედურა გრძელდება დაახლოებით 15-45 წუთი;

- პროცედურის შემდეგ აუცილებელია ელასტიური ნახვევის ტარება 2-4 კვირის განმავლობაში;

- პირველი რამდენიმე დღე, შესაძლებელია, ვენები უფრო გამუქდეს. სასურველია, ფეხით ხშირად სიარული. ექიმი მიგითითებთ თუ რა პირობების დაცვა აუცილებელი პროცედურის შემდგომ;

- უნდა გახსოვდეთ, რომ სკლეროთერაპიის მხოლოდ ერთი პროცედურა არ არის ხოლმე საკმარისი და გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა, დაგჭირდეთ განმეორებითი პროცედურა.

     

     პროცედურამდე                     პროცედურის შემდეგ