არაქირურგიული პროცედურები

მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია

მეზოთერაპია წარმოადგენს გაახალგაზრდავების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას, კანისა და კანქვეშა ქსოვილის პრობლემების მკურნალობის მეთოდს. პროცედურის დროს, კანში ან კანქვეშ მრავლობითი მიკროინექციის საშუალებით შეჰყავთ სპეციალური კოქტეილი, რომელიც მოქმედებს ცხიმოვან ცვლაზე, იწვევს ცელულიტის კაპსულების შემცირებას და დანაწევრებას, რის შედეგადაც კანი აღიდგენს ელასტიურობას და ახალგაზრდულ ელფერს.

მეზოთერაპიის სეანსების შედეგად ორგანიზმში ქვეითდება ქოლესტერინის დონე, ნეიტრალდება თავისუფალი რადიკალები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბერების პროცესის შესაჩერებლად.

მეზოთერაპია შეუცვლელ პროცედურად იქცა ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიც არის აკნე, კანზე არსებული სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები და პიგმენტური ლაქები. აკნეს შემთხვევაში გამონაყარი მცირდება და ქრება, იგი არ ტოვებს არავითარ კვალს.

მეზოთერაპიის საშუალებით შესაძლებელია ნაოჭების გასწორება, სახის ოვალის აღდგენა, ფიგურის კორექცია ოპერაციის გარეშე, ცელულიტის ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობა. უმჯობესდება კანის ელასტიურობა, სწორდება სახის ოვალი, ქრება ან მცირდება ორმაგი ღაბაბი.

ჩვენთან, მეზოთერაპიისთვის მხოლოდ მსოფლიოში მოწინავე კოსმეტოლოგიური ფირმების (Cytocare, Revitacare, Mezoactive და სხვა) მიერ წარმოებული სპეციალური კოქტეილები და პრეპარატები გამოიყენება. ასევე ვიყენებთ ჰიალურინის მჟავის პრეპარატებს - Achyal, Hyal System.

განსაკუთრებით ეფექტურია მეზოთერაპიის კომბინირება ზედაპირულ პილინგთან და ლაზერული ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურებთან, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მიღებას.

საუკეთესო შედეგს იძლევა მეზოთერაპიის კომბინირება სახის კანის გაახალგაზრდავებასთან ერბიუმის ლაზერით და ფრაქსელ-ტექნოლოგიით.

პირველად საქართველოში ჩვენს კლინიკაში იქნა დანერგილი მეზოთერაპიის უახლესი და მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი თმის ცვენის შესაჩერებლად.

ამ მიზნით გამოყენებული პროცედურები, გარდა იმისა, რომ აძლიერებს თმის ბოლქვის კვებას, ასტიმულირებს თმის ზრდას. თმის ცვენის შესაჩერებელი პროცედურები განსაკუთრებით ეფექტურია ახალგაზრდა ასაკში, საწყის სტადიაზე, ასევე ორსულობის და მშობიარობის შემდგომი გამელოტებისა და თმის ცვენის შემთხვევაში. მკურნალობის კურსი მეზოთერაპიასთან ერთად მოიცავს თავის თმიანი ნაწილის მასაჟს და ფიზიოპროცედურებს.

მეზოთერაპიული პროცედურები ტარდება ძალიან მცირე ზომის, ატრავმული ნემსით. კოქტეილის შემადგენლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად შეირჩევა ექიმის მიერ. გამოიყენება როგორც ალოპათიური (მედიკამენტები), ასევე ჰომეოპათიური პრეპარატები.