არაქირურგიული პროცედურები

კანის მოვლის პროგრამა

კანის მოვლის პროგრამა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, ითვალისწინებს მის ღრმა წმენდას, განახლებას და კვების გაძლიერებას. პროცედურების დროს გამოიყენება მსოფლიოში მოწინავე ფირმების დანადგარები და პრეპარატები.

ჩვენს ხელთ არსებული ულტრათანამედროვე არსენალიდან, ჩვენი სპეციალისტები, მხოლოდ თქვენთვის აუცილებელ და საჭირო მეთოდს შეგირჩევენ.

კანის დაბერების ძირითადი მიზეზი უჯრედული მეტაბოლიზმის დაქვეითებაა. გარდა სხვადასხვა კრემებისა და სამკურნალო ნიღბების რეგულარული გამოყენებისა, აუცილებელია პერიოდულად ჩატარდეს სხვადასხვა სამკურნალო–კოსმეტიკური პროცედურა.

თანამედროვე კოსმეტოლოგიაში, კანის მოვლის და განახლებისათვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი, ქიმიური და მექანიკური პილინგები, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია , კანის ლაზერული გაახალგაზრდავება.

კანის პილინგი – ქიმიური და მექანიკური პილინგი, გამოიყენება კანის ზედაპირული, გარქოვანებული, არასიცოცხლისუნარიანი  შრეების ჩამოფცქვნისთვის, რასაც მოსდევს კანის ზედაპირის სწრაფი განახლება. ეს მეთოდი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყო ცნობილი. ტექნიკურ პროგრესთან ერთად იცვლება საშუალებები კანის ეფექტური პილინგისთვის. სადღეისოდ საუკეთესოდაა აღიარებული კანის ულტრაბგერითი და ალმასის მიკროკრისტალებით პილინგი.

განსხვავებით ულტრაბგერითი პილინგისაგან, ალმასის მიკროკრისტალების გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში,  შესაძლოა უფრო ღრმა პილინგის ჩატარება. პროცედურის დროს კანის გაწმენდა ხდება ალმასის მიკროკრისტალების და ვაკუუმის გამოყენებით. პროცედურა გამოიყენება კანის გარქოვანებული შრის და კომედონების (ე.წ. "შავი ფერისმჭამელები") მოსაცილებლად, სახის კანის ფერის გასაუმჯობესებლად, აკნეს შემდგომი შედეგების სამკურნალოდ, პიგმენტაციის და ჰიპერპიგმენტაციის შესამცირებლად, კანის ფორების გასუფთავების და ლიმფოდრენაჟის მიზნით.

მიკროდერმაბრაზიის პროცედურის კომბინირება ვაკუუმთან, ხელს უწყობს კანში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას, ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და ტონუსს.
პროცედურის შედეგად უმჯობესდება კანის სისხლით მომარაგება აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა.

პროცედურის შემდეგ, იგივე აპარატურა გვაძლევს საშუალებას, ჩატარდეს ფონოფორზი - ულტრაბგერის დახმარებით კანში შეყვანილ იქნას ანთების საწინააღმდეგო და ცხიმიანობის მარეგულირებელი საშუალებები.
აპარატის ფუნქცია „სიცივე/სითბო“ საშუალებას იძლევა ჰიპერემიისა და მტკივნეულობის მოსახსნელად ჩატარდეს კრიომასაჟი.
როგორც ულტრაბგერითი, ასევე ალმასისი მიკროკრისტალებით პილინგი შეიძლება გამოყენებულ იქნას გარუჯულ კანზე, ნარუჯის შენარჩუნებით.

პროცედურები სასურველია ჩატარდეს კანის ლაზერული პილინგის და ფრაქსელირების წინ, შესაძლებელია მისი კომბინირება სახის მოვლის სხვა მეთოდებთან.

ქიმიური პილინგი ტარდება სხვადასხვა კონცენტრაციის გლიკოლის მჟავით, რაც უზრუნველყოფს მთლიანად კანში ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას.

ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურები ტარდება უნიკალური შვედური KTP-ლაზერით და სამგანზომილებიანი განახლების რეჟიმის (T-3) მქონე ლაზერით FOTONA.

ამიერკავკასიაში მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სახის კანის გაახალგაზრდავება და ნაოჭების გასწორება უახლესი თაობის ერბიუმის ლაზერით და ფრაქსელ-ტექნოლოგიით.

პროცედურის შედეგად ხდება კანის შრეების კოლაგენისა და ელასტინის განახლება. სწორდება წვრილი ნაოჭები, უფერულდება პიგმენტური ლაქები, ვიწროვდება ან ქრება ფორები, კანი ხდება გლუვი.