არაქირურგიული პროცედურები

სოლარიუმი

სოლარიუმი

INTELLECTUAL სოლარიუმი

უბრალოდ წამოწექით, მოეშვით და მიიღეთ “მზის სარეცელისგან” თქვენი კანისთვის ენერგიის ოპტიმალური დოზა, გაიზიარეთ გარუჯვის სრულიად ახალი გამოცდილება, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდუალურობაზე და კანის მოვლის სრულფასოვნებაზე.

EASY CARE-ს დღეს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ანდობენ კანს

EASY CARE-ს საშუალებით ხდება თქვენს კანში მელანინის შემცველობის განსაზღვრა და არსებული გარუჯვის ხარისხის დადგენა;
მელანინის შემცველობის განსაზღვრის შემდეგ, მონაცემები ავტომატურ რეჟიმში გადაეცემა სოლარიუმის მართვის სისტემას;
ამის შემდეგ, სოლარიუმი ავტომატურად გადაეწყობა თქვენი კანისთვის ოპტიმალურ და ინდივიდუალურ რეჟიმზე.

ეს ყველაფერი ისეთი მარტივია!...

ყოველი 2 ქალიდან და 5 მამაკაციდან ერთს, უვითარდება ოსტეოპოროზი. 40 წლის ასაკიდან ძვლების ატროფიის რისკი დღითი-დღე იზრდება, მაგრამ ზოგსახალგაზრდობაშივე აწუხებს ზემოხსენებული პათოლოგია. ასე რომ ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა საჭიროა უფრო ნაადრევი ასაკიდან დაიწყოს.

კალციუმის და ფოსფორის რეგულარული მიღება უზრუნველყოფს ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალურ განვითარებას.
ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, ორგანიზმში ხდება ამ მინერალების ასათვისებლად საჭირო D3 ვიტამინის სინთეზი, რაც ესოდენ აუცილებელს ხდის ზომიერ გარუჯვას ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.

 

ულტრაიისფერი სხივების ზომიერ ზემოქმედებას ორგანიზმზე უამრავი დადებითი ეფექტი გააჩნია:

1. აძლიერებს იმუნურ სისტემას და სიცოცხლისუნარიანობას
2. ახდენს ოსტეოპოროზის პრევენციას
3. აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას
4. აჯანმრთელებს თქვენს კანს და ანიჭებს მას სრულყოფილებას
5. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, კანის სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებას
6. აუცილებელია ზამთრის დეპრესიის მკურნალობისთვის
7. ამცირებს მკერდის, პროსტატის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნის განვითარების რისკს.

1. დაიკელით წონაში;
2. გაავარჯიშეთ სხეული;
3. ხელი შეუშალეთ ცხიმის დაგროვებას.

მსოფლიო აღიარება
სადღეისოდ, მთელს მსოფლიოში, მილიონობით ადამიანი ანიჭებს არჩევანს ახალი სახეობის ვარჯიშს. თავდაპირველად სხეულის გავარჯიშების ეს საშუალება კოსმოსურ ხომალდზე კოსმონავტებისთვის იქნა მოწოდებული. მაგრამ უკვე, მწვრთნელები, ექიმები, ფიზიოთერაპევტები და ორთოპედები ერთხმად აღიარებენ ვიბრაციის გასაოცარ, დადებით ეფექტს: ერთი მოძრაობა, რომელიც ეფექტურ გავლენას ახდენს კუნთოვან, ნერვულ, გულსისხლძარღვთა, ძვალსახსროვან სისტემაზე და ცხიმოვან ქსოვილზე.

ყველაფერი ერთ მოქმედებაში
BODYWAVE-ის მოძრავი პლატფორმის რხევისას წარმოქმნილი ვიბრაცია ვრცელდება მთელს სხეულზე და აიძულებს კუნთებს იმუშაოს სხეულის ბალანსირებისთვის, რაც წარმოშობს სამმაგ პოზიტიურ რეაქციას:
1. მექანიკური - კუნთოვანი ქსოვილის ტონუსში ყოფნის გამო ხდება ჭარბი ცხიმის წვა;
2. ქიმიური - ბალანსდება ნეიროვეგეტატიური ფუნქციები;
3. ნევროლოგიური - ნეტარების შეუდარებელი შეგრძნება

ერთდროულად 4 შედეგი 1 პროცედურაში

1. გარუჯვა

BODYWAVE - გარუჯვის უნიკალური, უსაფრთხო და კონტროლირებადი სისტემაა. რევოლუციური BODYWAVE ტექნოლოგიით მკვეთრად უმჯობესდება მიკროცირკულაცია, მდიდრდება კანი ჟანგბადით და ხდება მელანოციტების სტიმულირება. გარუჯვის ეს სისტემა ბევრად სწრაფი და სრულყოფილია.

2. ფიტნესი

BODYWAVE წარმატებული ფიტნეს-ტექნოლოგიაა, რომელიც უზრუნველყოფს კუნთების ზომიერ და ეფექტურ ვარჯიშს სრული ფიზიოლოგიური ნორმების ფარგლებში.

3. სილამაზის ცენტრი

BODYWAVE -ს საშუალებით შედეგს სულ რამდენიმე წუთში იღებთ. ზომიერი გარუჯვა და ეფექტური ვარჯიში აკუმულირებულია სულ რაღაც 2 კვ.მ. სივრცეში. ნამდვილი "სილამაზის ტალღა" ეფექტურად ებრძვის ცხიმის დაგროვებას, ალამაზებს და მომხიბვლელს ხდის თქვენს სხეულს.

4. რელაქსაცია

BODYWAVE- მოდუნების ახლებური მეთოდია, შესანიშნავი მოძრაობით და ნეტარების განუმეორებელი
განცდით.

ვიბრაციის რეგულირებადი სიხშირე სხვადასხვა საჭიროებისთვის
ვიბრაციის სხვადასხვა სიხშირეებიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი:

დაბალი სიხშირის რყევა იდეალურია ცელულიტის სამკურნალოდ

აუმჯობესებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს ლიმფური სისტემის დრენაჟულ ფუნქციას, აუმჯობესებს შემაერთებელი ქსოვილის ჟანგბადითმომარაგებას და მის აღდგენას.

საშუალო სიხშირის რყევა – წონის დასაკლებად

მომატებული ვიბრაცია და პლატფორმის უფრო აქტიური რყევა აიძულებს თქვენს კუნთებს მეტად შეინარჩუნოს სხეულის წონასწორობა, რასაც მოსდევს ენერგიის და კალორიების მეტი ხარჯვა, ასევე ცხიმოვანი ქსოვილის წვა.

ფიტნესი

BODYWAVE ასევე წარმატებული ტექნოლოგიაა ფიტნესში, ახდენს რა კუნთოვანი ქსოვილის ზომიერ და ეფექტურ ვარჯიშს, სრული ფიზიოლოგიური ნორმების ფარგლებში.

პროცედურა იწყება კუნთების ოპტიმალური გახურებით და მთავრდება ექსკლუზიური მოდუნების ფაზით.