სოლარიუმი

სოლარიუმი

შემატეთ თქვენს ცხოვრებას სილამაზე!

 

ულტრაიისფერი სხივების ზომიერ ზემოქმედებას ორგანიზმზე უამრავი დადებითი ეფექტი აქვს:

1. აძლიერებს იმუნურ სისტემას და სიცოცხლისუნარიანობას;

2. ახდენს ოსტეოპოროზის პრევენციას;

3. აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას;

4. აჯანმრთელებს თქვენს კანს და ანიჭებს მას სრულყოფილებას;

5. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას;

6. აუცილებელია ზამთრის დეპრესიის სამკურნალოდ;

7. ამცირებს მკერდის, პროსტატის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნის განვითარების რისკს.

 

საოცარი შედეგი დროის მცირე მონაკვეთში!

Bodywave - რევოლუციური და მაღალტექნოლოგიური სისტემაა, რომელიც ვიბრაციის გამოყენებით ახდენს ექსტრაორდინალურ გავლენას თქვენს სხეულზე: მოჰყავს ტონუსში, ახდენს ფიგურის კორექციას, ხსნის დაღლილობას და ამშვიდებს. პირველივე სეანსიდან გრჩებათ ნეტარების შეუდარებელი შეგრძნება.

მიზანი მიღწეულია - უკვე შესაძლებელია, ერთდროულად გაირუჯოთ, განიტვირთოთ და კიდევ უფრო გალამაზდეთ Bodywave-ის გამოყენებით.

ამ მაღალტექნოლოგიური გამოგონების საშუალებით, გარდა გარუჯვისა, 10 წუთში თქვენ ახერხებთ: 1. დაიკლოთ წონაში; 2. გაავარჯიშოთ სხეული; 3. ხელი შეუშალოთ ცხიმების დაგროვებას.

 

ინტელექტუალური სოლარიუმი - easy care

უბრალოდ წამოწექით, მოეშვით და "მზის სარეცელისგან" მიიღეთ თქვენი კანისთვის ენერგიის ოპტიმალური დოზა. გაიზიარეთ გარუჯვის სრულიად ახალი გამოცდილება, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდუალურობაზე და კანის მოვლის სრულფასოვნებაზე.  

 

ყოველ მეორე ქალს და ყოველ მეხუთე მამაკაცს, უვითარდება ოსტეოპოროზი. 40 წლის ასაკიდან ძვლების ატროფიის რისკი იზრდება. ზოგიერთს ახალგაზრდობაშივე აწუხებს ზემოხსენებული პათოლოგია. ასე რომ, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის დაწყება სასურველია ადრეული ასაკიდან.

კალციუმის და ფოსფორის რეგულარული მიღება უზრუნველყოფს ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალურ განვითარებას. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, ორგანიზმში ხდება ამ მინერალების ასათვისებლად საჭირო D3 ვიტამინის სინთეზი, რაც ესოდენ აუცილებელს ხდის ზომიერ გარუჯვას ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.