კლინიკა

გია გვარამიას კლინიკა სერთიფიცირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და შეესაბამება მსოფლიოში მიღებულ სტანდარტებს. 2015 წლის 21 დეკემბრიდან წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკას.

ნებისმიერი პროცედურა, ოპერაცია და მკურნალობის მეთოდი, რომელიც ჩვენთან ტარდება, ლიცენზირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

კლინიკის ყველა პასუხისმგებელი თანამშრომელი სტაჟირებულია საზღვარგარეთ და აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სახელმწიფო სერთიფიკატი.

კლინიკაში პაციენტების მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით, რაც ზოგავს თქვენს დროს და საშუალებას გვაძლევს, მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ თქვენდამი.

თქვენთვის დანიშნულ დროს ხდება მხოლოდ თქვენი მომსახურება, რადგან მიგვაჩნია, რომ ”ცოცხალი რიგის” პრინციპი აუარესებს ექიმის მუშაობის ხარისხს, მით უფრო, რომ ესთეტიკური ქირურგიული ოპერაციის ან პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია პაციენტებთან მოსალოდნელი შედეგების გულდასმით განხილვა.

პაციენტების ჩაწერა ხორციელდება ქოლცენტრის მეშვეობით - 2 914 914.

ექიმთან კონსულტაციაზე ჩაწერამდე, სრულ ინფორმაციას მოგაწვდიან კლინიკის შესაბამისად მომზადებული ადმინისტრატორები, რომლებიც უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს.

ექიმთან კონსულტაცია ინიშნება თქვენთვის ხელსაყრელ დროს. კონსულტაციაზე მიიღებთ სრულ ინფორმაციას კონკრეტული პრობლემის გადაჭრის არსებული მეთოდების, ოპერაციების, პროცედურების მათი შედეგების ან შესაძლო გართულებების შესახებ.

ექიმთან ერთად შეირჩევა პაციენტისათვის მისაღები, ოპტიმალური და საუკეთესო მეთოდი. ოპერაცია ან პროცედურა კი დაინიშნება თქვენთვის სასურველ ვადებში.

თქვენ აუცილებლად იგრძნობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტი ბრძანდებით ჩვენთვის.

ჩვენთან გამოყენებული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, პროცედურის ან ოპერაციის შემდეგ, პაციენტი რამდენიმე საათში წავიდეს სახლში. საჭიროების შემთხვევაში (განსაკუთრებით კი, როდესაც პაციენტი ჩამოსულია სხვა ქალაქიდან), შესაძლოა, იგი დარჩეს სტაციონარში 1-2 დღე, კვალიფიციური მორიგე პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

ოპერაციების უმრავლესობა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ხანგრძლივი გაუტკივარების ეფექტით, რაც შესაძლებელს ხდის, პაციენტი უმოკლეს ვადებში ჩაებას ცხოვრების ჩვეულ რიტმში. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება მედიკამენტოზური ძილი ან ზოგადი ნარკოზი.

პროცედურის ან ოპერაციის შემდეგ, პაციენტი იმყოფება ჩვენი მუდმივი ყურადღების ქვეშ. მასთან სისტემატური კავშირი აქვს ცენტრის პერსონალს.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ ექიმს, თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხის გასარკვევად.