კონტურული მაკიაჟი

კონტურული მაკიაჟი

კონტურული (პერმანენტული) მაკიაჟი, ანუ, როგორც მას უწოდებენ, კანქვეშა მიკროპიგმენტაცია, ითვალისწინებს სპეციალური აპარატურის და ერთჯერადი ინსტრუმენტების დახმარებით კანის დერმულ შრეში სხვადასხვა ფერის პიგმენტის შეყვანას.

პროცედურის დახმარებით შესაძლებელია:

- ტუჩების კონტურის გადიდება;

- ტუჩებზე, თვალებზე, წარბებზე არსებული ასიმეტრიის კორექცია;

- წარბების ფორმის და ფერის შეცვლა;

- ხელის ტატუირება;

- დვრიის არეოლის დაფერვა;

- სახეზე და სხეულზე არსებული ნაწიბურების დაფარვა (კამუფლირება);

- დეკორატიული კოსმეტიკის ხანგრძლივი და მყარი ეფექტის მიღება.

 

   

     

ძალზედ ეფექტური და კომფორტულია

ნებისმიერი კონტური, ფერთა უსასრულო გამა, ყველაფერი თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული!

კონტურული მაკიაჟი საუკეთესო შესაძებლობაა მათთვის, ვისაც სურს ჰქონდეს მოქნილი და შევსებული წარბები, დაზოგოს მაკიაჟის გასაკეთებლად საჭირო დრო, წარბების გაქრობის შიშის გარეშე იცურაოს, მისდიოს ცხოვრების აქტიურ წესს.
წამწამებს შორის პიგმენტის იმპლანტაცია ასობით დამატებითი წამწამის ეფექტს იძლევა, რაც ყველაზე მეტად ჰოლივუდში იქნა დაფასებული. მდიდრული და იდუმალი მზერა პოპულარულია ორივე სქესის წარმომადგენელთა შორის.

ოფთალმოლოგები ურჩევენ პერმანენტული მაკიაჟის გაკეთებას მათ, ვინც ალერგიულია კოსმეტიკური საშუალებების მიმართ, ან იყენებენ კონტაქტურ ლინზებს.

ჩვენს ცენტრში კონტურული მაკიაჟი კეთდება უახლესი გერმანული მოდელის აპარატით, რაც საშუალებას იძლევა პროცედურები ჩატარდეს კანის გაღიზიანების გარეშე, სრულიად უმტკივნეულოდ.
პაციენტებს ვთავაზობთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, უვნებელ მცენარეულ პიგმენტებს, რომელთა ფერი, ისევე როგორც მაკიაჟის ფორმა შეირჩევა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის დროს.  კანქვეშა მიკროპიგმენტაცია 3-დან 5 წლის განმავლობაში ნარჩუნდება. ამ პერიოდის განმავლობაში პიგმენტი გაფერმკრთალდება და თანდათან გაიწოვება.

ჩვენ, ასევე გთავაზობთ ტატუირების და პერმანენტული მაკიაჟის მოცილებას ლაზერით.

 

პირსინგი:

- სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე, უსაფრთხოდ, ქირურგიული წესების სრული დაცვით.