ტატუირების მოცილება

ტატუირების მოცილება

მხოლოდ ჩვენთან, ტატუირების მოცილება უახლესი აპარატით Fotona QX-Max.

ტატურების გაუფერულება ლაზერის სხივის დახმარებით, უახლესი მეთოდია. აქამდე შესაძლებელი იყო მხოლოდ ტატუირების ამოწვა ან მისი ამოკვეთა კანის პლასტიკით, რაც საკმაოდ უხეშ ნაწიბურებს ტოვებდა.

ლაზერის სხივი, ტატუირების პიგმენტის ფრაგმენტებს შლის გაცილებით მცირე ნაწილაკებად, რომელიც ორგანიზმის მიერ გამოიდევნება და ტატუირება უფერულდება.

იმის მიხედვით თუ რამდენად ღრმად არის კანში განთავსებული პიგმენტი ან რა ფერის პიგმენტი იქნა გამოყენებული, ტატუირების სრულად გაქრობის მიზნით საჭიროა, 3-4 კვირის ინტერვალით, ჩატარდეს 2-დან 10-მდე პროცედურა.

პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა. განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი ანესთეზია კრემის სახით. დასაშვებია, პროცედურის შემდეგ, დამუშავებულ ადგილებზე გაჩნდეს ნაზი ფუფხი, რომელიც, რამდენიმე დღეში, თავისით აიქერცლება და მოსცილდება.

ზოგიერთ შემთხვევაში ტატუირების სრულად გაქრობა შეუძლებელია და მის ნაცვლად შესაძლოა დარჩეს მცირედ შესამჩნევი კვალი.

ვიდეოს სანახავად მიჰყევით ბმულს:  http://www.youtube.co/watch?v=rQBHqNHUfXE

 

               

             პროცედურამდე                                                             4 პროცედურის შემდეგ

                    

             პროცედურამდე                                                         4 პროცედურის შემდეგ

     

               პროცედურამდე                                                            4 პროცედურის შემდეგ