არაქირურგიული პროცედურები

ნაოჭების გასწორება ინექციური მეთოდით

საქართველოში ჩვენი კლინიკა არის პირველი, სადაც დაიწყო ნაოჭების გასწორება სხვადასხვა ინექციებით. დღემდე ჩატარებულია ათასობით ამგვარი პროცედურა, ყოველგვარი გართულების გარეშე!

 

მტკივნეულია თუ არა პროცედურა?

პაციენტების უმრავლესობის მიერ ინექციები აღიქმება, როგორც მწერის ნაკბენი. თქვენი ჩვეული აქტივობა პროცედურის შემდეგ არ ირღვევა.

რამდენად ხანგრძლივია ეფექტი?

ჩვეულებრივ 3-4 თვე პირველი ინექციის შემდეგ. განმეორებითი ინექციების შემდეგ ეფექტი შესაძლოა გახანგრძლივდეს 8 თვემდე. პროცედურების დროს გამოყენებული პრეპარატის რაოდენობა განსხვავებულია ნაოჭების და კანის თავისებურებიდან გამომდინარე. მამაკაცებს, როგორც წესი, მეტი რაოდენობის პრეპარატი სჭირდებათ.

როდის დგება ეფექტი ინექციის შემდეგ?

პრეპარატის მოქმედების ეფექტი შესამჩნევი ხდება 24-48 საათის შემდეგ, ხოლო საბოლოო ეფექტი შეიძლება შეფასდეს ინექციიდან 7-10 დღის შემდეგ.

რამდენად ხანგრძლივია პროცედურა?

უმეტესად პროცედურა ტარდება 10-15 წთ-ის განმავლობაში და ის საკმაოდ კომფორტულია. რაც მთავარია, ადამიანი მაშინვე აგრძელებს თავის საქმიანობას და არ ეთიშება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

თუ არ მოხდა ინექციის გამეორება მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ხომ არ მივიღებთ უარეს შედეგს?

თუნდაც ერთი ინექციის შემდეგ, ნამკურნალები უბანი უფრო მოშვებული ხდება და უკეთ გამოიყურება, რადგანაც არ ხდებოდა კანის ჩაკეცვა ნამკურნალებ ადგილას, კანის დაღარიანება მიმიკური მოძრაობების გამო არ ვითარდება და კანი გამოიყურება უკეთესად.

რა ადგილებში ტარდება ინექციები?

უმეტესად ეს გახლავთ ნაოჭები თვალების ირგვლივ (”ბატის თათები”), გლაბელას მიდამოში (”მრისხანების ნაოჭები” წარბებს შორის), ნიკაპზე (”წვეტიანი” ნიკაპის შემთხვევაში), შუბლზე.  

ამავე პრეპარატების საშუალებით შესაძლებელია ჭარბი ოფლიანობის - ჰიპერჰიდროზის მკურნალობა, რა დროსაც პრეპარატის მიკროსკოპული დოზების მეშვეობით ხდება ლოკალური საოფლე ჯირკვლების ფუნქციების დროებითი შეჩერება.  ეფექტი ნარჩუნდება 4-8 თვის განმავლობაში.  ორგანიზმში ოფლის სეკრეცია ჩვეულად გრძელდება, სამაგიეროდ აღარ არსებობს პრობლემური უბნები.  

საქართველოში პირველად, ჰიპერჰიდროზის (იღლიების, ხელისგულების, ფეხისგულების ოფლიანობის) სამკურნალოდ, ინექციები წარმატებით იქნა დანერგილი ჩვენს კლინიკაში.

 

        პროცედურამდე                         პროცედურის შემდეგ