სეზონის ჰიტი

ტატუირების მოცილება უახლესი აპარატით Fotona QX-MAX

მხოლოდ გია გვარამიას კლინიკაში, ტატუირების მოცილება უახლესი ლაზერული აპარატით Fotona QX-MAX.

ტატურების გაუფერულება ლაზერის სხივის დახმარებით, უახლესი მეთოდია. აქამდე შესაძლებელი იყო მხოლოდ ტატუირების ამოწვა ან მისი ამოკვეთა კანის პლასტიკით, რაც საკმაოდ უხეშ ნაწიბურებს ტოვებდა.

ლაზერის სხივი, ტატუირების პიგმენტის ფრაგმენტებს შლის გაცილებით მცირე ნაწილაკებად, რომელიც ორგანიზმის მიერ გამოიდევნება და ტატუირება უფერულდება.

იმის მიხედვით თუ რამდენად ღრმად არის კანში განთავსებული პიგმენტი ან რა ფერის პიგმენტი იქნა გამოყენებული, ტატუირების სრულად გაქრობის მიზნით საჭიროა, 3-4 კვირის ინტერვალით, ჩატარდეს 2-დან 10-მდე პროცედურა.

პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა. განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგლებში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი ანესთეზია კრემის სახით. დასაშვების, პროცედურის შემდეგ, დამუშავებულ ადგილებზე გაჩნდეს ნაზი ფუფხი, რომელიც, რამდენიმე დღეში, თავისით აიქერცლება და მოსცილდება.

ზოგიერთ შემთხვევაში ტატურების სრულად გაქრობა შეუძლებელია და მის ნაცვლად შესაძლოა დარჩეს მცირედ შესამჩნევი კვალი.

ვიდეოს სანახავად მიჰყევით ბმულს - https://www.youtube.com/watch?v=rQBHqNHUfXE