ENG
მრავალფეროვანი
კოსმეტოლოგიური მომსახურებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

გაგანიერებული ვენური ქსელის მკურნალობა კლინიკაში წარმოებს ლაზერული ან სკლეროთერაპიული მეთოდით.  ლაზერული მეთოდის გამოყენებისას სითბური ენერგიის ზემოქმედებით ხდება ვენის ე.წ. "დახურვა".  ამავე პრინციპით ხდება ჰემანგიომების მკურნალობა.

სკლეროთერაპიისას გაგანიერებული ვენის ან კაპილარის სანათურში შეიყვანება სპეციალური პრეპარატი, რომელიც იწვევს სისხლძარღვის  კედლების შეწებებას და სანათურის დახურვას. გარკვეულ ვადებში გაგანიერებული სისხლძარღვი გაუფერულდება და გაქრება.

პროცედურა შეიძლება ჩატარდეს პრაქტიკულად ნებისმიერ უბანზე.

პროცედურის დეტალები

ხანგრძლივობა: 15 – 30 წუთი, ჩარევის მოცულობის მიხედვით.

ანესთეზია: ძირითადად საანესთეზიო კრემის გამოყენებით ან ანესთეზიის გარეშე.

რეაბილიტაცია: პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს რუტინულ ცხოვრებას იმავე დღეს. რამდენიმე დღის განმავლობაში უწევს კომპრესიული ნახვევის ტარება.

შედეგი: ნაკლებად შესამჩნევი ვენები და გაგანიერებული კაპილარული ქსელი.

ვისთვის არის რეკომენდირებული: მათთვის, ვისაც აწუხებს გაგანიერებული ვენური ქსელი, კაპილარები სახეზე და სხეულის სხვა მონაკვეთზე, ასევე ჰემანგიომები.

ფასი
დამოკიდებულია მეთოდსა და ჩარევის სიდიდეზე
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.