კლინიკაში ჭარბთმიანობის სამკურნალოდ ვიყენებთ ალექსანდრიტის ლაზერებს (Candela, DekaMoveo). ალექსანდრიტის ლაზერი ლაზერულ ეპილაციაში ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული.
გამოცდილი სპეციალისტების მიერ ჩატარებული მკურნალობა მნიშვნელოვანია მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, ასევე არასწორედ წარმართული მკურნალობით გამოწვეული შედეგების მინიმალურამდე დაყვანის მიზნით.
პროცედურამდე ექიმი სპეციალისტი გამოიკითხავს თქვენს სამედიცინო ისტორიას; პაციენტის ასაკის, კანის ფერის, თმის სიხშირის და ტიპის მიხედვით შეირჩევა დასხივების შესაბამისი რეჟიმები. აუცილებელია პროცედურების განმეორება გარკვეული პერიოდულობით.
პროცედურის დეტალები
ხანგრძლივობა: დასამუშავებული ზონის ფართობიდან გამომდინარე პროცედურის ხანგრძლივობა მერყეობს 10 წუთიდან საშუალოდ 2 საათამდე.
ანესთეზია: პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას, თუმცა პაციენტის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია ზედაპირული გამაყუჩებელი საშუალების გამოყენება.
რეაბილიტაცია: მინიმალური. პროცედურის შემდეგ აუცილებელია მოერიდოთ მზეს და დაიცვათ ექიმის მიერ დანიშნული რეკომენდაციები.
შედეგი: შედეგი ინდივიდუალურია. აუცილებელია პროცედურების განმეორება ექიმის მიერ დანიშნული პერიოდულობით. საბოლოო შედეგი, რაც გულისხობს თმის მკვეთრად შემცირებას ან გაქრობას, როგორც წესი 6–8 პროცედურის შემდეგ დგება.
ვისთვის არის რეკომენდებული: პროცედურა რეკომენდებულია ნებისმიერი სქესის ადამიანისთვის, ვისაც აწუხებს ჭარბთმიანობა სხეულზე ან სახეზე.
თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.