ტატუირების, მათ შორის, პერმანენტული მაკიაჟის მოცილების პროცედურა კლინიკაში Fotona ლაზერის მეშვეობით ტარდება. ლაზერის სხივი მიზნობრივად შლის პიგმენტს კანის ღრმა შრეებში ისე, რომ არ აზიანებს გარშემო ქსოვილებს.
პროცედურის დეტალები
ხანგრძლივობა: 15–40 წუთი, ტატუირების ზომისა და ფერის მიხედვით.
ანესთეზია: როგორც წესი, პროცედურა ანესთეზიის გარეშე ტარდება. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენება.
რეაბილიტაცია: მინიმალური. პირველ დღეებში მოსალოდნელია სიწითლე, შეშუპება და/ან დაფუფხიანება. მნიშვნელოვანია, დაიცვათ სპეციალისტის მიერ მოცემული რეკომენდაციები.
შედეგი: ტატუირება თანდათან ფერმკრთალდება ან საბოლოოდ ქრება რამდენიმე სესიის შემდეგ.
ვისთვის არის რეკომენდირებული: მათთვის, ვისაც სურს არასასურველი ტატუირების მოცილება უსაფრთხო და თანამედროვე ტექნოლოგიით.
თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.