ENG
გინეკოლოგია
განიახლეთ შეგრძნებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

საშოს ბიორევიტალიზაციის და PRP თერაპიის მიზანია საშოს ლორწოვანი გარსის დატენიანება, ელასტიურობისა და მიკროცირკულაციის გაუმჯობესება.

პროცედურები მინიმალურად ინვაზიურია.  ბიორევიტალიზაციის დროს ვიყენებთ ჰიალურონის მჟავის შემცველ პრეპარატებს, ხოლო PRP თერაპიის დროს პროცედურა ტარდება საკუთარი სისხლის პლაზმით, რომელიც ზრდის ფაქტორებს შეიცავს და საშოს რეგენერაციას უწყობს ხელს.

პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა ბიორევიტალიზაციის პრეპარატი, განისაზღვრება, თუ რომელი პროცედურის ჩატარებაა მიზანშეწონილი; შესაძლოა ექიმმა პროცედურების კომბინაცია შემოგთავაზოთ. არის შემთხვევები, როდესაც ექიმი გირჩევთ პროცედურისგან თავის შეკავებას.  პროცედურის შემდეგ მნიშვნელოვანია ექიმის მითითების განუხრელად დაცვა.

პროცედურის დეტალები

ხანგრძლივობა: საშუალოდ 30–60 წუთი.

ანესთეზია: ადგილობრივი ანესთეზია.

რეაბილიტაცია: რეაბილიტაცია პროცედურის შემდეგ მინიმალურია. 24–72 საათის განმავლობაში მოსალოდნელია მსუბუქი შეშუპება, მცირე დისკომფორტი ან გამონადენი. ექიმი გაგაცნობთ პროცედურის შემდეგ დასაცავი რუტინის დეტალებს.  

შედეგი: ტენიანობის მატება და კომფორტის შეგრძნება შესამჩნევი ხდება 7–14 დღეში; PRP თერაპიის შემთხვევაში, შედეგის მისაღწევად უფრო ხანგრძლივი პერიოდი, საშუალოდ 3-5 კვირაა აუცილებელი.

სრული და მდგრადი შედეგისთვის რეკომენდებულია პროცედურების ჩატარება კურსის სახით, რომელიც შეირჩევა ინდივიდუალურად, ექიმის მიერ.

ვისთვის არის რეკომენდებული: საშოს გაახალგაზრდავება ბიორევიტალიზიის ან PRP თერაპიის გზით მიზანშეწონილია საშოს სიმშრალის, დისკომფორტის, დაბალი ელასტიურობის, მშობიარობის შემდგომი ცვლილებებისა და შარდის მსუბუქი შეუკავებლობის დროს.

ფასი
600 - 700 ₾
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.