ბლეფაროპლასტიკის მიზანია თვალის იერსახის გაუმჯობესება ქირურგიული გზით.
ბლეფაროპლასტიკის, იგივე ქუთუთოების პლასტიკის, ძირითადი მიზანია თვალის იერსახის გაუმჯობესება, რაც საგრძნობლად აახალგაზრდავებს ადამიანის გამომეტყველებას. ჩარევისას ხდება ქუთუთოებიდან ჭარბი კანის ან ცხიმის, ე.წ. ცხიმოვანი ბალიშების მოცილება ქირურგიული გზით. ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზედა, ისე ქვედა ქუთუთოებზე, ან ერთდროულად ოთხივე ქუთუთოზე.
პროცედურის დეტალები
ხანგრძლივობა: ოპერაცია, როგორც წესი, გრძელდება 1-დან 2,5 საათამდე. მიუკეთვნება ამბულატორიულ ქირურგიულ ჩარევას, პაციენტი გაეწერება კლინიკიდან იმავე დღეს. იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა დაყოვნება სტაციონარში.
ანესთეზია: ადგილობრივი ან ზოგადი — ინდივიდუალური შემთხვევის მიხედვით.
რეაბილიტაცია: დამოკიდებულია ოპერაციის სირთულეზე და შესაძლოა რამდენიმე დღიდან 2 კვირამდე გასტანოს. პაციენტს დასჭირდება კლინიკაში რამდენიმე პოსტ-ოპერაციული ვიზიტის განხორციელება.
შედეგი: თვალისაჩინოა პირველივე დღეებში და უმჯობესდება რამდენიმე თვის განმავლობაში.
ვისთვის არის რეკომენდებული: ბლეფაროპლასტიკა რეკომენდებულია მათთის, ვისაც სურს თვალის იერსახის გაუმჯობესება.
თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.