ENG
მრავალპროფილური
ქირურგიული მომსახურებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

ტუჩის ქირურგიული კორექციის მიზანია ტუჩის პლასტიკა ან ტუჩში არსებული ფილერის (შემავსებლის) შემავსებლის ამოკვეთა.

ტუჩის ქირურგიული კორექცია მოიცავს როგორც ტუჩის ქირურგიულ პლასტიკას (მაგალითად ასიმეტრიის ქირურგიულ გასწორებას, ზედა ტუჩის ფორმის შეცვლას ე.წ. ბულჰორნის მეთოდით და სხვას), ისე ტუჩში არსებული ფილერის (შემავსებლის) ამოკვეთას.  ჩარევა ემსახურება როგორც ესთეტიკურ, ისე ფუნქციურ მიზნებს.

პროცედურის დეტალები

ხანგრძლივობა: დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე და საშუალოდ 1 საათამდე გრძელდება.  მიუკეთვნება ამბულატორიულ ქირურგიულ ჩარევას; პაციენტი გაეწერება კლინიკიდან იმავე დღეს.

ანესთეზია: ადგილობრივი ან ზოგადი, საჭიროების მიხედვით.

რეაბილიტაცია: 1 კვირამდე. პაციენტს დასჭირდება კლინიკაში რამდენიმე პოსტ-ოპერაციული ვიზიტის განხორციელება. 

შედეგი: თვალსაჩინოა პირველივე დღეებში; საბოლოო შედეგი დგება პროცედურის დასრულებიდან 1-2 თვეში.

ვისთვის არის რეკომენდებული: ნებისმიერი პირისთვის, ვისი ტუჩის კორექციაც არაქირურგიული ჩარევის გზით არ იძლევა სასურველ შედეგს.  გადაწყვეტილების მიღება ხდება ქირურგის შეფასებით.

ფასი
990 - 1600 ₾
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.