ENG

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შპს ესთელაინი 

 პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა 

შპს ესთელაინის (შემდგომში "კომპანია" ან "ჩვენ") პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა შემუშავებულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის" შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და მოიცავს ინფორმაციას "კომპანიის" მიერ დამუშავებადი მონაცემების, მათი კატეგორიის, მონაცემთა სუბიექტის უფლებების, "კომპანიის" ვალდებულებების, მონაცემთა დამუშავების საფუძვლები, პრინციპების, მონაცემთა დაცვის და პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. 

"კომპანიის" მომსახურებით სარგებლობისას, "ჩვენ" დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ:

  • საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი);
  • დაბადების თარიღი;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა და დიაგნოზი (სამედიცინო მომსახურების გაწევისას);
  • ფოტოგამოსახულება (ზოგიერთ შემთხვევაში);
  • ვიდეო გამოსახულება (ვიდეომონიტორინგი ხორციელდება მხოლოდ ჰოლსა და შემოსასვლელში);
  • აუდიონომიტორინგი (მხოლოდ სატელეფონო ზარების);
  • საბანკო ინფორმაციას (ზოგიერთ შემთხვევაში);
  • მონაცემების დაზღვევის შესახებ (სადაც რელევანტურია).

აღნიშნული მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალური მონაცემების დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის დაცვით და აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით, ასევე ჩვენს მიერ ჩვენზე სამედიცინო სფეროს მარეგულირებელი და სხვა კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

"კომპანია" აღნიშნულ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი საფუძვლებით:

  • სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის შევსების მიზნით ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, შედგენილია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ (შემდგომში „სამინისტრო“) და ვალდებული ვართ, შევაგროვოთ, დავიცვათ და საჭიროებისას, წარვუდგინოთ იგი „სამინისტროს“ და მის ქვემდებარე მარეგულირებელ ორგანოს. 
  • ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია თქვენთვის სამედიცინო და სხვა სახის მომსახურების გაწევის, თქვენთან დაკავშირების, თქვენს მიერ ანგარიშსწორების განხორციელების, თქვენს მიერ დაზღვევით სარგებლობის, საბანკო განვადებით სარგებლობის მიზნით
  • ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია კონფიდენციალური ინფორმაციის, საკუთრების და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის დაცვის მიზნით (ვიდეომონიტორინგის შემთხვევაში);
  • ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით (სატელეფონო ზარების მონიტორინგი);
  • მონაცემთა დამუშავება სავალდებულო ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით, ჩვენს მიერ გაწეული მომსახურების და მისი სისწორის დადასტურების მიზნით;
  • ჩვენს მიერ თქვენთის სრულყოფილი მომსაუხრების გაწევის მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავების ფარგლები

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ მომსახურების გაწევისთვის და ჩვენს მიერ მარეგულირებული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებისთვის აუცილებელ ფარგლებში.

სამედიცინო დოკუმენტაცია შედგენილია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მიერ თქვენთვის შესაბამისი პერსონალური მონაცემების მოთხოვნის აუცილებლობას.  გარდა ამისა, დიაგნოზის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენთვის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მოწოდების მიზნით.

პერსონალურ მონაცემებზე წვდომა

პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ჩვენს მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისი ჩაბმაც აღნიშნულ პროცესში აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით: ა) სამედიცინო პერსონალს (ექიმს, რომელიც პირადად ახდენს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, განსაზღვრავს დიაგნოზსა და მონაწილეობის მკურნალობის პროცესში; ექთანს, რომელიც ასისტირებას უწევს ექიმს თვქენთვის მომსახურების გაწევის პროცესში; ექიმს, რომელიც ახორციელებს თქვენს ლაბორატორიულ კვლევას, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში);  ბ) ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელიც ავსებს თქვენს მონაცემებს, ატარებს მათ პაციენტთა აღრიცხვის ჟურნალში (სამინისტროს მოთხოვნის შესაბამსიად), იღებს თქვენგან ანგარიშსწორებას და გიკავშირდებათ კონსულტაციის, ჩაწერის, ამოწერის, მოკითხვის მიზნით); გ) კლინიკურ მენეჯერს შესაძლოა ჰქონდეს წვდომა სამედიცინო დოკუმენტაციასთან მისი შემოწმების მიზნით; დ) დირექტორს და მენეჯერს შესაძლოა ჰქონდეს წვდომა ვიდეოგამოსახულებასთან, თუ აუცილებელი გახდა ჩანაწერის ნახვა ვიდეომონიტორინგის წარმოების მიზნის რომელიმე საფუძვლის დადგომისას.

ვინაიდან ჩვენ ვეწევით რეგულირებად საქმიანობას, ჩვენი საქმიანობის შემოწმების პროცესში შესაძლოა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ჰქონდეს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს, სამინისტროს, სხვა მარეგულირებელ ორგანოს, ჩვენს მიერ კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაეცეს სხვა მესამე პირს, რაც აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით (მაგალითად, შეიძლება ჩაიწეროს ინვოისში, რომელიც უნდა წარადგინოთ ბანკში განვადების მიღების მიზნებისთვის; ან გადაეცეს სადაზღვევო კომპანიას ჩვენს მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით; ან სატრანსპორტო/საკურიერო კომპანიას, იმ შემთხვევაში, თუ ხდება თქვენთვის საქონლის მოწოდება, ა.შ.).

პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება

ნებისმიერი თანამშრომელი, რომელსაც შეიძლება შეხება ჰქონდეს თქვენს პერსონალურ მონაცემთან, შებოჭილია კონფიდენციალურობის პირობით, რომლის დარღვევაც შესაძლოა გახდეს მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. 

სამედიცინო დოკუმენტაცია ინახება სპეციალურად აღნიშნული მიზნით გამოყოფილ კარადებში და მათზე წვდომა აქვს მხოლოდ შესაბამისად უფლებამოსილ პერსონალს.

პაციენტის ფოტოგამოსახულება შენახულია დამოუკიდებელ დისკზე, რომელიც ინახება ექიმის მიერ და მასზე წვდომა აქვს მხოლოდ შესაბამის ექიმს.  აღნიშნულ ფოტოებზე სხვა თანამშრომელს არ აქვს ფიზიკური ან ქსელური წვდომა.  ყველა ექიმი, რომელიც პირადი მოწყობილობით განახორციელებს გადაღებას/მიიღებს პაციენტისგან მისი გამოსახულების ამსახველ მასალას, მკაცრად გაფრთხილებულია, რომ ფოტომასალის/ვიდეოგამოსახულების გადატანა არაგონივრული დაყოვნების გარეშე უნდა განხორციელდეს ჩვენს კუთვნილ მოწყობილობაზე, რომელიც დაცულია პაროლით და რომელზე წვდომაც გააჩნია მხოლოდ შესაბამის სამედიცინო პერსონალს.  აღნიშნული წესის დარღვევა, შესაძლოა გახდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი, რაც ჩვენი დასაქმებულებისთვის ცნობილია.

ჩვენ ვიღებთ ზომებს თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავების/განახლების მიზნით და ვახორციელებთ მათ მიერ პერონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ცოდნის პერიოდულად შემოწმებას, ისევე როგორც პერსონალურ მონაცემეთა დამშავების წესების პერიოდულ მონიტორინგს.

ფილიალებში, რომლებიც ხდება მონაცემთა ნახევრად ავტომატური გზით დამუშავება, მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილი პირია შპს FINA, ს/კ 404407968.  კომპანიას და „ჩვენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული კომპანია მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების გაწევის მიზნით.  მომსახურების გაწევაში მოიზრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული და კომპანიის მიერ განსახორციელებელი ყველა ქმედება, კერძოდ, მონაცემთა ბაზის პროგრამული მხარდაჭერა, გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, შენახვა, წაშლა და განადგურება. 

მონაცემთა შენახვა ხორციელდება შპს იუ-ჯი-თი-ს, ს/კ 204892964 სერვერზე, რომელიც ფლობს უსაფრთხოების მართვის საერთაშორის სტანდარტის სერფიტიკატს ISO/IEC 27001:2022.  კომპანიის მიერ მიღებულ დამატებით უსაფრთხოების ზომებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://ugt.ge/services/cloud-services/services-cloud-services-dedicated-servers/.

მონაცემთა შენახვის ვადა

პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია აღნიშნული მონაცემების დამუშავების მიზნებისთვის.  ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის შენახვის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადაა 5 წელი. ვიდეოგამოსახულება ინახება 30 დღით, შემდეგ ხდება მისი განადგურება ჩანაწერის ახალი ჩანაწერით გადაწერის გზით. სხვა პერსონალური მონაცემის დამუშვება (შენახვა) ხორციელდება 3 წლის განმავლობაში.

თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება,

  • ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია იმისა შესახებ, მუშავდება თუ არა თქვენს შესახებ რაიმე მონაცემი, რა ინფორმაცია მუშავდება, რა ვადით და ასე შემდეგ.  ჩვენ ვალდებული ვართ, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენზე დაცული პერსონალური მონაცემის და მის დამუშავებასთან დაკავშირებით;
  • გაეცნოთ ჩვენთან დამუშავებად თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და გადაიღოს მისი ასლი;
  • მოითხოვოთ არაზუსტად/არასრულად/შეცდომით დამუშავებადი პერსონალური მონაცემის გასწორება, განახლება, შევსება;
  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
  • მონაცემთა დაბლოკვა, რაც გულისხმობს დამუშავების დროებით შეჩერებას;
  • გამოიხმოთ თქვენს მიერ გაცემული თანხმობა.

ნებისმიერი აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. 

გარდა ზემოაღნიშნულისა, თუკი ჩათლით, რომ ჩვენს მიერ განხორციელდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კნონით თქვენთვის მონიჭებული რომელიმე უფლების დარღვევა, უფლება გაქვთ აღნიშნული გაასაჩივროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, სასამართოში და/ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.

"კომპანია" პერიოდულად ახორციელებს პირდაპირი მარკეტინგის წესით მისი მომხმარებლებისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას.  მომსახურების მიღებით თქვენ ეთანხმებით, მიიღოთ მსგავსი შეთავაზებები "ჩვენგან", მაგრამ ამავე დროს, გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა თქვენთვის მისაღები ყველაზე მარტივი გზით - სმს-ზე პასუხით, სატელეფონო ზარით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და ადგილზე განცხადებით.  ასეთ შემთხვევაში, თქვენი პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით თქვენი პერსონალური მონაცემის დამუშავება შეწყდება უარის ძალაში შესვლასთან ერთად.

მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი

შპს ესთელაინი

2 914 914

info.gvaramia@gmail.com

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 1