ENG
მრავალპროფილური
ქირურგიული მომსახურებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

მამოპლასტიკა მიზნად ისახავს ძუძუს ფორმის, ზომის ან სიმეტრიის გაუმჯობესებას, ასევე იმპლანტის ჩანაცვლებას ან ასაკობრივი ცვლილებების გამოსწორებას.

მამოპლასტიკა გულისხმობს სარძევე ჯირკვლების ქირურგიული ცვლილებას.  ჩარევა რამდენიმე მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს:

  • გადიდება (აუგმენტაცია) – სილიკონის ან სხვა ტიპის იმპლანტით, ასევე საკუთარი ცხიმით (ლიპოფილინგით),
  • დაპატარავება – სარძევე ჯირკვლის ზომების შემცირება, ჭარბი ქსოვილების მოცილებით,  სიმძიმის ან სიმძიმით გამოწვეული ტკივილის მოსახსნელად ან ესთეტიკური მიზნით,
  • ლიფტინგი (მასტოპექსია) – ჩამოშვებული ძუძუს აწევა და კანის ლიფტინგი,
  • იმპლანტის შეცვლა – ძველი იმპლანტის ჩანაცვლება ახალი ან გაუმჯობესებული მოდელით.

შესაძლებელია ჩამოთვლილი ჩარევების ნაწილის კომბინაცია (მაგალითად ლიფტინგი და იმპლანტის შეცვლა, გადიდება და ლიფტინგი, და სხვა).  კონსულტაციისას ქირურგი აფასებს პაციენტის მდგომარეობას, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მოლოდინს და განსაზღვრავს ოპტიმალურ მეთოდს.

პროცედურის დეტალები 

ხანგრძლივობა: საშუალოდ 1.5-დან 3.5 საათამდე, ჩარევის ტიპის მიხედვით. 

ანესთეზია: ზოგადი 

რეაბილიტაცია: შეშუპება, მგრძნობელობა და სიმკვრივე შეიმჩნევა პირველ კვირებში. აუცილებელია კომპრესიული თეთრეულის გამოყენება ექიმის მიერ დანიშნული ვადით.  პაციენტმა უნდა განახორციელოს რამდენიმე პოსტოპერაციული ვიზიტი კლინიკაში. 

შედეგი: შედეგი თვალსაჩინოა მყისიერად, ოპერაციის შემდეგ, თუმცა საბოლოო შედეგი დგება ოპერაციიდან 3-6 თვეში. 

ვისთვის არის რეკომენდებული: ჩარევები რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს სხეულის პროპორციების კორექცია, აწუხებს ტკივილი ან დისკომფორტი დიდი ზომის სარძევე ჯირკვლის გამო, ან აქვს იმპლანტის გამოცვლის საჭიროება. 

ფასი

ფასი დამოკიდებულია ჩარევის სახეობასა და მოცულობაზე და მერყეობს:

  • გადიდება იმპლანტებით: 12,000 - 14,700 ლარის ფარგლებში,
  • დაპატარავება: 10,100 – 10,600 ლარის ფარგლებში,
  • ლიფტინგი (აწევა): 9,500 – 15,500 ლარის ფარგლებში,
  • იმპლანტის შეცვლა: 14,500 – 17,500 ლარის ფარგლებში.
ფასი
9,500 - 17,500 ₾
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.