ENG
მრავალფეროვანი
კოსმეტოლოგიური მომსახურებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

კლინიკაში გთავაზობთ აკნესა და პრობლემური კანის მოვლის ფართო არჩევანს.  მკურნალობისადმი კომპლექსური მიდგომა ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჯანსაღი და გამონაყარის გარეშე კანის მისაღებად.

ჩვენთან შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია ექიმ-დერმატოლოგებთან, რომლებიც მოახდენენ პრობლემის დიაგნოსტირებას და შეგირჩევენ მკურნალობის გეგმას.  ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც მედიკამენტოზურ, ასევე ლაზერულ, ქიმიურ (პილინგები) და ინექციურ (მეზოთერაპია სპეციალური პრეპარატებით, PRP თერაპია და სხვა) პროცედურებს.  გარდა ამისა, სპეციალისტი შეგირჩევთ თქვენი კანისთვის და პრობლემისთვის მორგებულ სახლში მოვლის საშუალებებს.

პროცედურის დეტალები

აკნეს სამკურნალოდ ხდება სხვადასხვა მეთოდების კომბინაცია, მათ შორის გამოიყენება სახის ღრმა წმენდა სხვადასხვა, ინდივიდუალურად შერჩეული მეთოდებით, აკნეს სამკურანლო ლაზერით დასხივება, მიკრონიდლინგი, მეზოთერაპია, პილინგები, ფრაქციული გაახალგაზრდავება.

ხანგრძლივობა: პროცედურის და თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება შერჩეული მომსახურებიდან გამომდინარე.  ვინაიდან აკნესა და პრობემური კანის მკურნალობა კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია, პაციენტს დასჭირდება რამდენიმე ვიზიტი კლინიკაში.

ანესთეზია: პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია ტკივილის შეგრძნებასთან, ტარდება ზედაპირული ანესთეზიის - გამაყუჩებელი კრემის გამოყენებით.

რეაბილიტაცია: მინიმალური, დამოკიდებულია ჩატარებული პროცედურის ტიპზე.  აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება.

შედეგი: კომპელქსური მკურნალობა იძლევა საშუალებას, შემცირდეს ანთებით პროცესი და გამონაყარი, მაქსიმალურად გათანაბრდეს გამონაყარის შემდეგ დარჩენილი კანის რელიფიური ზეპირი, აღდგეს კანის სტრუქტურა და გაუმჯობესდეს იერსახე.

ვისთვის არის რეკომენდებული: მათთვის, ვისაც აწუხებს აკნე, აქვს ცხიმიანი და პრობლემური კანი, ასევე აკნეს შემდეგ დარჩენილი ნაწიბურები.

 

ფასი
შერჩეული მკურნალობის შესაბამისად
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.