ENG
თქვენი ოცნება ფორმას იძენს!
კლინიკის შესახებ
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00
ჩვენს შესახებ
კლინიკის შესახებ

გია გვარამიას კლინიკა — ერთ-ერთი პირველი და წამყვანი ესთეტიკური მედიცინის და პლასტიკური ქირურგიის კლინიკაა, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში 2000 წლიდან.

კლინიკა წარმოდგენილია რამდენიმე ფილიალით თბილისის მასშტაბით და მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს ესთეტიკურ ქირურგიაში, კოსმეტოლოგიასა და ესთეტიკურ გინეკოლოგიაში.

კლინიკის დამაარსებელი და ხელმძღვანელია მედიცინის დოქტორი, პლასტიკური ქირურგი გია გვარამია. ის გახლავთ საქართველოს პლასტიკური, რეკონსტუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების (GeoPRAS) და ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო ასოციაციის (ISAPS) აქტიური წევრი.

კლინიკის ქირურგები და ექიმი სპეციალისტები სერტიფიცირებულნი არიან საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. კლინიკა ფუნქციონირებს, როგორც სამედიცინო დაწესებულება და სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს როგორც სამედიცინო მომსახურების, ისე ეთიკური პრაქტიკის თვალსაზრისით.

სილამაზის, პროფესიონალიზმის და ნდობის სინთეზი 2000 წლიდან
რატომ ირჩევენ გია გვარამიას კლინიკას?

ახალი თაობის ტექნოლოგიები, ინვაზიური და არაინვაზიური პროცედურები, რომლებიც ეფუძნება სამეცნიერო მონაცემებს და საერთაშორისო გამოცდილებას.

მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ახორციელებს პაციენტისთვის აუცილებელ და შედეგზე ორიენტირებულ ჩარევებს.

გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა პაციენტთან, არ გთავაზობთ ერთგვაროვან სილამაზის სტანდარტს — ჩვენ გისმენთ, ვაანალიზებთ და ვქმნით თქვენზე მორგებულ გეგმას.

მყუდრო და უსაფრთხო გარემო კლინიკის ყველა ფილიალში იმისთვის, რომ პაციენტი თავს გრძნობდეს სასურველად, დაცულად და კომფორტულად.

ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიული, გინეკოლოგიური, დერმატოლოგიური, დერმატო-კოსმეტოლოგიური მომსახურებები. ასევე ჩაიტაროთ ულტრასონოგრაფიული, ლაბორატორიული და სხვა კვლევები, შეარჩიოთ მაღალი ხარისხის თავის მოვლის საშუალებები.

ჩვენი მთავარი პრინციპია პაციენტის სრული და ინდივიდუალური შეფასება. პაციენტის ვიზიტი იწყება დეტალური სამედიცინო ანამნეზის შეგროვებით და მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზით, რის საფუძველზეც პროფესიონალთა გუნდი ქმნის მხოლოდ თქვენზე მორგებულ მკურნალობის გეგმას.

ჩვენს კლინიკაში თითოეულ სამედიცინო პროცედურამდე პაციენტი იღებს დეტალურ ინფორმაციას დაგეგმილი ჩარევის, შესაძლო გვერდითი მოვლენების, ალტერნატიული მეთოდების და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ. უშუალო ჩარევები იწყება მხოლოდ ასეთი კონსულტაციის შემდეგ, რათა პაციენტმა შეძლოს, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება მის ჯანრმთელობასთან და გარეგნობასთან დაკავშირებით.

ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ესთეტიკური ცვლილება — ეს არის შინაგანი ჰარმონიის აღდგენა და ბუნებრივ სილამაზესთან თანხვედრა.

ინდივიდუალური სილამაზე — მეცნიერებით, პროფესიონალიზმით და ზრუნვით
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.