ENG
მრავალფეროვანი
კოსმეტოლოგიური მომსახურებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

ნაოჭების გასწორების მიზნით კლინიკაში ვიყენებთ სხვადასხვა საშუალებებს, მათ შორის კუნთის რელაქსანტებს,  ფილერებს და მინიმალურად ინვაზიურ ინექციურ (ბიორევიტალიზაცია, PRP თერაპია, ნიდლინგი, ნანოფეტი და სხვა), ასევე არაინექციურ დამატენიანებელ პროცედურებს წვრილი ნაოჭების ამოვსების მიზნით.

პროცედურის დეტალები

ხანგრძლივობა: შერჩეული პროცედურიდან გამომდინარე, საშუალოდ 15–60 წუთი.

ანესთეზია: საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ზედაპირული ანესთეზია.

რეაბილიტაცია: მინიმალური.  პროცედურის ტიპიდან გამომდინარე, შესაძლოა პაციენტს აღენიშნებოდეს მცირე სიწითლე ინექციის ადგილებში, მცირედი შეშუპება და მგრძნობელობა.  აუცილებელია ექიმის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა.  გარკვეული პროცედურების შემთხვევაში, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს განმეორებითი ვიზიტი კლინიკაში საშუალოდ 7-10 დღეში, კორექციის მიზნით.

შედეგი: ნაოჭების მყისიერი ან გრადაციული შემცირება.  გამოყენებული მეთოდის მიხედვით, ეფექტი ნარჩუნდება საშუალოდ 2 თვიდან 8 თვემდე.

ვისთვის არის რეკომენდებული: მათთვის, ვისაც სურს სხვადასხვა ტიპის ნაოჭების გასწორება და შედარებით ახალგაზრდული იერის დაბრუნება.

ფასი: განისაზღვრება შერჩეული მეთოდების შესაბამისად.

ფასი
შერჩეული ჩარევის შესაბამისად
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.