ჰიალურონის მჟავისგან დამზადებული სხვადასხვა სიმკვრივის ბუნებრივი შემავსებლებით, ე.წ. ფილერებით ხდება სახის მოცულობის აღდგენა და კონტურების გამოკვეთა.
პროცედურის დეტალები
ხანგრძლივობა: 20–40 წუთი.
ანესთეზია: შესაძლებელია ზედაპირული ანესთეზიის გამოყენება.
რეაბილიტაცია: მინიმალური. 1–3 დღის განმავლობაში შესაძლებელია პაციენტს აღენიშნებოდეს მცირედი შეშუპება. კონსულტაციის დროს, ექიმი დეტალურად გაგაცნობთ მოსალოდნელ გვერდით მოვლენებს და რეაბილიტაციის დეტალებს. აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული რეკომენდაციების განუხრელად შესრულება.
შედეგი: მყისიერი ეფექტი. შედეგი ნარჩუნდება 6-8 თვის განმავლობაში.
ვისთვის არის რეკომენდებული: ყველასთვის, ვისაც სურს მეტი მოცულობა სახის ამა თუ იმ მონაკვეთში, მოცულობის აღდგენა, კონტურების ან ასიმეტრიის კორექცია.
ფასი: დამოკიდებულია გამოყენებული პრეპარატის სახეობაზე და ოდენობაზე.
თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.