პროცედურა ტარდება სპეციალური დანადგარის, ე.წ. "დერმაფენის" გამოყენებით, რომელიც კანზე მიკროდაზიანებების შედეგად ახდენს მის სტიმულაციას კოლაგენის გამომუშავების პროცესის გამოღვიძების და კანის რეგენერაციის მიზნით. შესაძლებელი და მიზანშეწონილია მიკრონიდლინგის კომბინაცია სხვადასხვა პროცედურებთან.
პროცედურა შეიძლება ჩატარდეს სპეციალური პრეპარატების გამოყენებით ან მათ გარეშე. პროცედურის შემდეგ შესაძლებელია კანის დამშვიდება სპეციალური დამაშვიდებელი კრიოგენული ნიღბის საშუალებით.
პროცედურის დეტალები
ხანგრძლივობა: საშუალოდ 40-60 წუთი.
ანესთეზია: გამოიყენება ზედაპირული ანესთეზია.
რეაბილიტაცია: პირველი 1-2 დღეს შეიმჩნევა სიწითლე დამუშავებულ არეში. მნიშნველოვანია ექიმის მიერ დანიშული რეკომენდაციების განუხრელად დაცვა და მზისგან დამცავი კრემის ინტენსიურად გამოყენება.
შედეგი: კანის ტექსტურის გაუმჯობესება, ფორების შევიწროება, აკნეს შემდგომი ნაწიბურების შემცირება, წვრილი ნაოჭების შევსება, კანის ფერის გათანბრება. საბოლოო შედეგი დგება პროცედურიდან საშუალოდ 3 კვირის შემდეგ. რეკომენდებულია პროცედურის კურსის სახით ჩატარება, რომლის სიხშირესა და პერიოდულობას ექიმი შეგირჩევთ.
ვისთვის არის რეკომენდებული: მათთვის, ვისაც სურს კანის ზოგადი მდგომარეობის გაფართოებული ფორების და/ან ნაწიბურების იერსახის, კანის ტექსტურის გაუმჯობესება.
თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.