კლინიკაში შესაძლებელია სხვასხვა ტიპის პილინგის ჩატარება, მათ შორის, მიკროდერმაბრაზიული, ულტრაბგერითი, ჰიდრო და ქიმიური პილინგის, რომელიც თავის მხრივ შეიძლება იყოს ზედაპირული ან საშუალო სიღრმის.
შერჩეული მომსახურების ტიპიდან გამომდინარე, განსხვავებულია პროცედურის დეტალები.
მიკროდერმაბრაზიული პილინგის დროს კანის ზედაპირის აქერცვლა ხდება ალმასის მიკროკრისტალებით შექმნილი სპეციალური აპარატით. ის აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ფერს, ამცირებს მიკროპიგმენტაციას.
ულტრაბგერითი პილინგის დროს, სპეცილური ულტრაბგერითი სპატულით ხორციელდება კანის ღრმა წმენდა ზედაპირული მკვდარი უჯრედებისგან, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ფორების შემცირება.
ჰიდრო პილინგის დროს წმენდა ხორციელდება რბილი ქიმიური პილინგის ხსნარის და ვაკუუმის საშუალებით, რაც კანის ღრმა წმენდას და დატენიანებას განაპირობებს.
ქიმიური პილინგების დროს ხდება სხვადასხვა კონცენტრაციის და ტიპის მჟავის მეშვეობით კანის ზედაპირული შრეების აქერცვლა. პროცედურა წმენდს და ატენიანებს კანს, ამცირებს ფორებს, მცირე ნაოჭებსა და ნაწიბურებს, ათანაბრებს ფერს და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.
პროცედურის დეტალები
ხანგრძლივობა: 30-60 წუთი.
ანესთეზია: არ საჭიროებს.
რეაბილიტაცია: შერჩეული მეთოდიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს მინიმალური, ან აქერცვლა გაგრძელდეს დაახლოებით 3–7 დღის განმავლობაში, რა დროსაც მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა, კანის ინტენსიური დატენიანება და მზისგან დაცვა.
შედეგი: სუფთა, გლუვი კანი, ერთგვაროვანი ფერი და შემცირებული ფორები, ნაოჭები, მცირე ნაწიბურები.
ვისთვის არის რეკომენდებული: პროცედურა რეკომენდებულია პაციენტებისთვის, ვისაც სურს კანის არაინვაზიური განახლება, ფერის და რელიეფის გაუმჯობესება და გათანაბრება.
თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.