ულთერაპიის, იგივე კანის ულტრაბგერითი ლიფტინგის მიზანია ფოკუსირებული ულტრაბგერითი ენერგიის ზემოქმედებით ორგანიზმში ახალი კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და სიმკვრივეს.
პროცედურამდე პაციენტისთის ინდვიდუალურად შეირჩევა ზემოქმედების სიმძლავრე და სიღრმე. ვინაიდან პროცედურას აქვს გარკვეული უკუჩვენებები, რომელთა არსებობისაც არ არის რეკომენდებულია მისი ჩატარება, მნიშვნელოვანია, რომ ულთერაპია ყოველთვის გამოცდილ სპეციალისტთან და სამედიცინო დაწესებულებაში ჩაიტაროთ.
პროცედურის დეტალები
ხანგრძლივობა: 30–90 წუთი.
ანესთეზია: არ საჭიროებს.
რეაბილიტაცია: მინიმალური. პაციენტი მყისვე უბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რითმს. პროცედურის შემდეგ შესაძლოა მცირე სიმხურვალის შეგრძნება რბილ ქსოვილებში და მგრძნობელობის მომატება დამუშავებულ ზონაში, რამდენიმე დღის განმავლობაში.
შედეგი: კოლაგენის გამომუშავებასთან ერთად, კანის რელიეფის აღდგენა და ლიფტინგი. საბოლოო შედეგი ვლინდება საშუალოდ 3 კვირაში. ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, აუცილებელია პროცედურის გამეორება გარკვეული პერიოდის შემდეგ.
ვისთვის არის რეკომენდებული: მათთვის, ვისაც სურს კანის სიმკვირივს დაბრუნება და სახის რელიეფის გამოსწორება.
თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.