ENG
მრავალფეროვანი
კოსმეტოლოგიური მომსახურებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

კანის არაინვაზიური მოვლის მიზნით, კლინიკაში ვიყენებთ ესპანური პრემიუმ კოსმეტიკის ბრენდის, Casmara-ს კანზე ზრუნვის პროგრამებს.  აღნიშნული ბრენდი მთელი ევროპის, ამერიკის და აზიის მასშტაბით ოპერირებს 1974 წლიდან, საკუთარ ლაბორატორიაში ქმნის პროდუქციას მრავალწლიანი მეცნიურული კვლევების საფუძველზე.

პროგრამები მოიცავს როგორც ახალგაზრდა, ისე ასაკოვანი კანის მოვლას, პრობლემური კანის მოვლას, ღრმა დატენიანებას, ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებას, ასევე რეტინოლით მოვლას.

თითოეული პროცედურის წინ ხდება კანის გასუფთავება და მოვლის შერჩეული პროგრამისთვის შექმნილი მონოდოზური პრეპარატების მასაჟის გზით კანში შეწყვანა.  პროცედურა სრულდება კრიოგენული ან თერმული ნიღბით და დამატენიანებელი/მზისგან დამცავი კრემის დატანით.

პროცედურის დეტალები

ხანგრძლივობა: საშუალოდ 40–60 წთ.

ანესთეზია: პროცედურა არის სასიამვნო, არ საჭიროებს გაყუჩებას.

რეაბილიტაცია: არ საჭიროებს.

შედეგი: შედეგი არის მყისიერი, კანი არის დატენიანებული და ჯანსაღად ბზინავს.  რეკომენდებულია მოვლის პროგრამების კომბინაცია და/ან მოვლის კურსის ჩატარება.  პროცედურის შედეგის გახანგრძლივება სახლში შესაძლებელია ამავე ან სხვა ხაზის შინ მოვლის საშუალებებით, რომელთაც სპეციალისტი შეგირჩევთ.

ვისთვის არის რეკომენდებული: ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ესაჭიროება კანის წმენდა, დატენიანება, მინერალებით გაჯერება, კვება ან გაახალგაზრდავება და სურს არაინვაზიური, არაინექციური, სარელაქსაციო მოვლა.

ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.