ENG
მრავალფეროვანი
კოსმეტოლოგიური მომსახურებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი მომსახურებებით -  ინტრადერმული პიგმენტაცია, სოლარიუმი, პოდოლოგიური მომსახურება, სხეულის აპარატული მასაჟი და შეიძინოთ ესპანური პრემიუმ ბრენდის Casmara-ს სახლის მოვლის საშუალებები.

ინტრადერმული პიგმენტაციის, იგივე პერმანენტული მაკიაჟის დროს სპეციალური აპარატით ხდება კანში სხვადასხვა ფერის პიგმენტის შეტანა ესთეტიური მიზნებისთვის.  კლინიკაში ვიყენებთ ამერიკული წარმოების ჰიპოალერგიულ პიგმენტებს.  პიგმენტური მაკიაჟი ტარდება სახის ნებისმიერ მონაკვეთზე, სურვილისამებრ.

დამატებითი მომსახურების სახით შეგიძლიათ ისარგებლოთ სოლარიუმებით. ხელოვნური გზით გარუჯვა კლინიკაში გერმანული აპარატებით ხდება, რომლებიც აღჭურვილია EasyCare სისტემით.  აღნიშნული სისტემა განსაზღვრავს მელანინის დონეს კანში და შესაბამისად გადააწყობს დასხივების სიმძლავრესა და ხანგრძლივობას, რაც გარუჯვისას კანის დაზიანების რისკს ამცირებს. ჩვენი თანამშრომლები გაგაცნობენ ხელოვნური გზით გარუჯვის დამატებით წესებს.

კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სხეულის მოვლის აპარატული პროგრამით, რომელიც მოიცავს ვაკუუმ მასაჟს, რადიოტალღურ თერაპიასა და მექანიკურ მასაჟს. 

პოდოლოგიური მომსახურების ფარგლებში შეგიძლიათ ჩაიტაროთ სამედიცინო პედიკური, ფრჩხილის სოკოვანი დაავადებების მკურნალობა, ასევე ჩაზრდილი ფრჩხილის ქირურგიული მკურნალობა.

კანის კლინიკური მკურნალობის ეფექტის გაძლიერების და გახანგრძლივების მიზნით არსებითი მნიშვნელობის არის სახლში კანის რუტინული და სწორი მოვლა.  სწორედ ამიტომ, კლინიკაში განვათავსეთ პრემიუმ ხარისხის ესპანური ბრენდის CASMARA-ს მოვლის საშუალებების სრული სპექტრი.  ჩვენი სპეციალისტები ზუსტად შეგირჩევენ თქვენს კანსა და საჭიროებებზე მორგებულ პროდუქციას.  

ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.