ENG
მრავალპროფილური
ქირურგიული მომსახურებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

რინოპლასტიკა გულისხმობს ცხვირის ფორმის შეცვლას ქირურგიული გზით ესთეტიკური და/ან სუნთქვის ფუნქციის აღდგენა-გაუმჯობესების მიზნით.

რინოპლასტიკა შეიძლება მოიცავდეს ცხვირის ფორმის შეცვლას, კეხის მოცილებას, ცხვირის ძგიდის გასწორებას, ჰიპერტროფირებული ნიჟარების შემცირებას ან აღნიშნული ჩარევების კომბინაციას.  კონსულტაციის დროს, ქირურგი ჩაატარებს დამატებით კვლევებს და მოახდენს საბოლოოსთან მიახლოებული შედეგის ფოტომოდელირებას.
ოპერაციის შედეგად მიიღწევა უფრო ჰარმონიული პროფილი, გაუმჯობესებული სუნთქვა და აღდგენილი თვითდაჯერებულობა.

პროცედურის დეტალები

ხანგრძლივობა: ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩარევის მასშტაბზე; საშუალოდ 1-დან 3 საათამდე.

ანესთეზია: ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზია, ოპერაციის მოცულობის და ქირურგის შეფასების მიხედვით. 

რეაბილიტაცია: შეშუპება და სისხლჩაქცევები ხშირია პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში.  პაციენტს დასჭირდება კლინიკაში რამდენიმე პოსტ-ოპერაციული ვიზიტის განხორციელება. 

შედეგი: თვალნათელია პირველივე დღეებში, როდესაც მოიხსნება ტამპონები და ნახვევი. ცხვირის საბოლოო ფორმა ყალიბდება შეშუპების სრული დაცხრომის შემდეგ, რასაც 12 თვემდე ან მეტი ვადა სჭირდება. სუნთქვითი ფუნქციის გაუმჯობესება, როგორც წესი, იგრძნობა მყისიერად, ტამპონების მოხსნისთანავე. 

ვისთვის არის რეკომენდებული: მათთვის, ვისაც სურს ცხვირის ფორმის კორექცია და/ან საჭიროებს სუნთქვის ფუნქციის აღდგენას.

ფასი: დამოკიდებულია ჩარევის ტიპსა და მასშტაბზე; მერყეობს 950-დან 3,800 ლარამდე სუნთქვის აღდგენის ოპერაციებისთვის, 5,100-დან 6,900 ლარამდე ცხვირის ფორმის შეცვლის ოპერაციებისთვის.

ფასი
1,000 - 8,300 ₾
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.