ENG
მრავალპროფილური
ქირურგიული მომსახურებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

ოტოპლასტიკის მიზანია ყურის ფორმის, ზომის, პოზიციის (გამოწეული ყურები) ან სიმეტრიის კორექცია.

ოტოპლასტიკა შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა სახის ქირურგიულ ჩარევას, მათ შორის, გამოწეული ან ასიმეტრიული ყურების კორექციას, ასევე ბიბილოს პლასტიკას, რაც თავის მხრივ გულისხმობს ბიბილოს ფორმის ან სტრუქტურის აღდგენას – მაგალითად, დაპატარავებას, გახვრეტილი ან გახეული ბიბილოს აღდგენას ან გენეტიკურ დეფორმაციის გამოსწორებას. ორივე ჩარევა, როგორც წესი, დაბალი რისკის მქონეა.

პროცედურის დეტალები 

ხანგრძლივობა: საშუალოდ 1-დან 2 საათამდე, პროცედურის ტიპისა და სირთულის მიხედვით. 

ანესთეზია: ძირითადად ადგილობრივი, თუმცა შესაძლებელია ზოგადი ანესთეზიის გამოყენებაც. 

რეაბილიტაცია: ოპერაციის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, აუცილებელია სპეციალური ნახვევის ტარება. შესაძლებელია აღინიშნებოდეს შეშუპება და მსუბუქი დისკომფორტი 7–10 დღის განმავლობაში.  პაციენტს დასჭირდება რამდემინე პოსტ-ოპერაციული ვიზიტის განხორციელება კლინიკაში. 

შედეგი: შესამჩნევია პირველივე დღეებში, თუმცა საბოლოო შედეგი ყალიბდება დაახლოებით 1–2 თვეში, როდესაც სრულად ჩაცხრება შეშუპება.

ვისთვის არის რეკომენდებული: ოპერაცია რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს ყურის ან ბიბილოს ფორმის, ზომის ან პოზიციის ესთეტიკური ან სტრუქტურული პრობლემები და სურს მათი გამოსწორება.

ფასი
4,500 - 4,725 ₾
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.