სახის პლასტიკის მიზანია ასაკობრივი ცვლილებების შემცირება და პაციენტის ინდივიდუალური ესთეტიკური პროპორციების გაუმჯობესება.
სახის პლასტიკა მოიცავს სახის საერთო სტრუქტურის ქირურგიულ კორექციას, რომელიც მიზნად ისახავს ასაკობრივი ცვლილებების შესუსტებას და პაციენტის ინდივიდუალური ესთეტიკური პროპორციების გაუმჯობესებას.
პროცედურა შეიძლება მოიცავდეს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ჩარევას:
სახის პლასტიკა არ გულისხმობს მხოლოდ კანის დაჭიმვას. ეს არის კომპლექსური ჩარევა, რომელიც გულისხმობს ღრმა სტრუქტურების სწორ პოზიციონირებას, ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილებას და ზოგადი სახის ოვალის დაბრუნებას ბუნებრივ, ჰარმონიულ მდგომარეობაში.
პროცედურის დეტალები
სახის სრული პლასტიკა
ხანგრძლივობა: 2-დან 5 საათამდე — დამოკიდებულია ჩარევის სირთულესა და მოცულობაზე.
ანესთეზია: ძირითადად ზოგადი ანესთეზია.
რეაბილიტაცია: რეაბილიტაციის პირველი ეტაპი გრძელდება 10-დან 14 დღემდე. მოსალოდნელია შეშუპება, დაჭიმულობის შეგრძნება და ჰემატომები.
ჩარევის სირთულიდან გამომდინარე, პაციენტს შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე პოსტოპერაციული ვიზიტი კლინიკაში მდგომარეობის შეფასებისა და ნაკერების მოხსნის მიზნით. სრული შეხორცება და საბოლოო ვიზუალური შედეგი ყალიბდება 2-დან 6 თვეში. სახის პლასტიკასთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევების შემდეგ აუცილებელია კომპრესიული თეთრეულის გამოყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
შედეგი: სახე გამოიყურება ბევრად უფრო ახალგაზრდულად, სიმეტრიულად, ბუნებრივი კონტურების შენარჩუნებით.
ვისთვის არის რეკომენდებული: მათთვის, ვისაც აღენიშნება სახის კანის მოდუნება, ღრმა ნაკეცები, ლოყების ან ნიკაპის სტრუქტურული დისბალანსი. პაციენტის მზადყოფნა სახის პლასტიკისთვის წყდება ქირურგთან კონსულტაციის შედეგად.
თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.