ENG
მრავალპროფილური
ქირურგიული მომსახურებები
სამუშაო საათები
ორშ – შაბათი10:00 – 20:00
კვირა12:00 – 19:00

ცხიმის გადანერგვა და Nanofat ლიფტინგი პაციენტის საკუთარი ცხიმის გამოყენებით კეთდება, თუმცა სხვადასხვა მიზანს ემსახურება.

ცხიმის გადანერგვა მინიმალურად ინვაზიური პროცედურაა, რომლის დროსაც პაციენტის საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილი გადაინერგება იმ უბნებში, სადაც ესთეტიკური ან სტრუქტურული გაუმჯობესებაა საჭირო. ცხიმი აიღება სხეულის ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა მუცელი, თეძოები ან გვერდები და სპეციალური ტექნიკით გადამუშავება-გაწმენდის შემდეგ გადაინერგება, მაგალითად:

  • სახის კონტურის მოცულობის აღსადგენად,
  • ლოყების, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის ან თვალის ქვედა ზონის შესავსებად,
  • დეფორმირებული ნაწიბურების გასასწორებლად,
  • სახის კანის, მტევნების ან დეკოლტეს გასაახალგაზრდავებლად.

Nanofat ლიფტინგის პროცედურის დროს, საკუთარი ცხიმისგან მიიღება მაღალი ხარისხის მიკროდამუშავებული ცხიმოვანი ემულსია, რომელიც გაჯერებულია ეგზოსომებით, ზრდის ფაქტორებით, ღეროვანი უჯრედებით და მოქმედებს როგორც ბიოსტიმულატორი. იგი იდეალურია:

  • აკნეს შემდგონი ნაწიბურების ამოსავსებად
  • კანის ტექსტურისა და ტონუსის გასაუმჯობესებლად
  • დელიკატური ზონების გასაჯანსაღებლად, სადაც ტრადიციული ფილერები არ არის რეკომენდებული

პროცედურის დეტალები

ხანგრძლივობა: 1 საათამდე, ცხიმის აღების, დამუშავებისა და გადანერგვის ჩათვლით.

ანესთეზია: ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზია, ჩარევის მოცულობის მიხედვით.

რეაბილიტაცია: შესაძლებელია შეშუპება, სიწითლე, სიფერმკრთალე ან მცირედი სისხლჩაქცევები ცხიმის აღების ან გადანერგვის ზონებში. პაციენტს დასჭირდება 1–2 პოსტოპერაციული ვიზიტის განხორციელება კლინიკაში.

შედეგი: ნაწილობრივ შესამჩნევია პირველივე კვირებში, საბოლოო შედეგი ფიქსირდება დაახლოებით 1.5 – 3 თვეში, ცხიმის გადარჩენილი უჯრედების სტაბილიზაციის შემდეგ. Nanofat ლიფტინგს შემთხვევაში კანის ხარისხის გაუმჯობესება გრძელდება კვირების განმავლობაში.

ვისთვის არის რეკომენდებული: მათთვის, ვისაც სურს მოცულობის ბუნებრივი აღდგენა სახის ან სხეულის კონკრეტულ უბნებში, აწუხებს კანის ტონუსის დაკარგვა, ნაწიბურები, ჩაშავება თვალის ქვეშ ან კანის უსიცოცხლო იერი, ასევე მათთვის, ვინც ეძებს ფილერების ბუნებრივ ალტერნატივას.

ფასი
2,500- 3,700 ₾
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც შეიძლება იყოს ჩარევის მოცულობა და/ან სირთულე ან გამოყენებული მასალა
ფასები ექვმდებარება პერიოდულ ცვლილებას კლინიკის საფასო პოლიტიკადან გამომდინარე და გთხოვთ, გადაამოწმოთ კონსულტაციაზე/პროცედურაზე ჩაწერამდე. ყველა პაციენტი და შემთხვევა ინდივიდუალურია და ექიმი კონსულტაციაზე დეტალურად აგიხსნით კონკრეტული ჩარევის შედეგებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოცდილი პერსონალი
კომპლექსური მიდგომა
დაგვიკავშირდით
* მონიშნულია აუცილებლად შესავსები ველები.
დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები ან გაინტერესებთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე, ასევე, თუ გსურთ ვიზიტის დაჯავშნა – მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვოებით ან დაგრირეკეთ 2 914 914. ჩვენ მალე გიპასუხებთ.